in

ავტოსამრეცხაო ჩანჩქერის ქვეშ და პარკინგი კლდეზე – Land Rover-ის კამპანია

Land Rover-მა, სარეკლამო სააგენტოებთან Spark44-სა და Accenture Interactive-თან ერთად, ყოვლისმომცველი კამპანია, ახალი მოდელი Defender-ისთვის, შექმნა. კამპანია აჩვენებს, თუ რატომ არის Land Rover-ის ეს მოდელი საუკეთესო, მათ შორის, რაც აქამდე შექმნილა.  რეკლამაში, მთავარი აქცენტი, Defender-ის თანამედროვე დიზაინსა და მის ტექნიკურ შესაძლებლობებზეა გაკეთებული.

გამოგონილ კუნძულზე Above & Beyond მხოლოდ Land Rover-ები არსებობენ. პირველივე კადრებში ვხედავთ, თუ როგორ გადმოდის გემიდან ხმელეთზე და როგორ უახლოვდება კუნძულს. Defender-ები თავისუფლად დადიან გზის ნებისმიერ ზედაპირზე და Land Rover-ისთვის ჩვეული მოძრაობებით მანევრირებენ. 

რეკლამაში ვხედავთ შუქნიშანს, რომელზეც მანქანა მარტივად ახერხებს გაჩერებას, ავტოსამრეცხაოს, სადაც Defender-ი კლდეებს შორის, ჩანჩქერების ქვეშ, გადაადგილდება და კლდის კიდეებზე არსებულ ავტოსადგომებს, სადაც მანქანა, უკან სვლით, შესაბამისი კამერის დახმარებით, ახერხებს გაჩერებას.

ქვიშის მთებზეც მარტივად მოძრაობს და ველური ცხენების დახმარებით, მანქანის სხვა შესაძლებლობებს წარმოაჩენს. ეს ყველაფერი კი მას ყოვლისშემძლედ აქცევს.

რეკლამა, Land Rover-ისთვის, Spark44-მა შექმნა.

რომელი ნიღბები გვიცავს “ომიკრონისგან” საუკეთესოდ?

ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა სავარაუდო სუპერმთვარე აღმოაჩინეს