in

Land Rover-ის ისტორიული მიმოხილვა და ბრენდის განახლებული იდენტობა

დახვეწილობა, უნიკალური დიზაინი, დეტალებზე ორიენტირებულობა – ეს ის სიტყვებია, რომლებიც ლოგიკურად შეგვიძლია დავაკავშიროთ ავტომწარმოებელ “Land Rover-თან”. ესაა ბრენდი, რომლის ავტომობილებიც მყისიერად იქცევენ საზოგადოების ყურადღებას და, რაც მთავარია – არ კარგავენ აქტუალობას. ხშირად ამბობენ, რომ Land Rover-ის ავტომობილები სწორედ იმ ადგილებისთვისაა, სადაც უბრალოდ არ არსებობს გზა/ბილიკი.

როგორც ყველა საავტომობილო ბრენდის, ისე Land Rover-ის მიღმაც დგას ისტორია, რომელიც უნდა ვიცოდეთ.

განვითარების ისტორია

პირველი Land Rover ოფიციალურად 1948 წელს გამოვიდა და ის ამსტერდამის საავტომობილო შოუზე წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ Land Rover-ის პირველი დიზაინი ეკუთვნის ინჟინერ მორის ვილკსს. სერია I ემყარებოდა სამხედრო ხასიათს, შესაბამისად, მწარმოებლის ადრეული მანქანები მხოლოდ ღია მწვანე ფერის იყო. საწყის ეტაპზევე Land Rover ექსპორტს ახორციელებდა 70 ქვეყანაში.

Land Rover Series I (1948)

ცოტა ხნის შემდეგ, ის მთელ მსოფლიოში ბრწყინვალე გამავლობის ავტომობილი გახდა. 1951 წელს მეფე ჯორჯ VI-მ ბრენდი სამეფო ორდენით დააჯილდოვა. აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ Land Rover დღემდე რჩება სამეფო ოჯახის საყვარელ ბრენდად.

საინტერესოა ისიც, რომ პირველი Land Rover შეიქმნა შუა საჭით. მწარმოებელს ამით საქმის გამარტივება და ისეთი უნივერსალური მანქანის შექმნა უნდოდა, რომელსაც არ დასჭირდებოდა ორი განსხვავებული მოდელის, მარჯვენა და მარცხენასაჭიანი მანქანების აწყობა.

1948-1959

გამოშვებიდან პირველი 10 წლის განმავლობაში, Land Rover მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაიზარდა როგორც მისი ძრავის მოცულობა, ისე მოცულობაც და გახდა 10-ადგილიანი. ამ ეტაპზე Land Rover ასევე გამოიყენებოდა აშშ-ის სამხედროების მიერ, როგორც მსუბუქი კომუნალური მანქანა. არსებობის მეათე წელს 250 000-ე Land Rover გამოვიდა საწარმოო ხაზიდან.

Land Rover Series II (1958)

1958 წელს Land Rover-მა გამოუშვა II სერია, ახალი 2.25-ლიტრიანი ბენზინის ძრავით. მას ასევე ჰქონდა განახლებული კორპუსი.

1960-იანები

60-იან წლებში შემოიღეს 12-ადგილიანი ვაგონი, 2.25-ლიტრიანი დიზელის ძრავით (ამბობენ, რომ ამ ფაქტმა კანონიერად შეაფასა Land Rover, როგორც „ავტობუსი”, რომელიც ათავისუფლებს მას საგზაო გადასახადების სისტემიდან) და როვერი გაერთიანდა ბრიტანულ კომპანიასთან, ლეილენდთან, რომელიც მაშინ მოიცავდა როვერს, ტრიუმფს, იაგუარს, ოსტინსა და მორისს.

Land Rover Series IIa (1961)

60-იან წლებში ასევე გამოვიდა ისეთი მოდელები, როგორებიცაა: Land Rover Lightweight (1968), Land Rover Velar (1968), Range Rover Classic (1970).

Range Rover Classic (1970)

1970-იანები

1970-იან წლებში დაიბადა Range Rover – მანქანა მაღალტექნოლოგიური მონაცემებით. ტექნიკური სრულყოფის გამო მან მიიღო რამდენიმე ჯილდო მიიღო. ასევე, წარმოებაში შევიდა 1-ტონიანი Forward Control Land Rover, რომელიც შექმნილია ბრიტანული არმიის სპეციფიკაციებისთვის.

Forward Control Land Rover

ბევრით არაფრით განსხვავდებოდა III სერია II სერიისგან, გადაცემათა კოლოფის, განახლებული ინსტრუმენტების და უფრო ძლიერი მუხრუჭების გარდა. ეს მოდელი Land Rover-მა 1971 წელს გამოუშვა.

 

Land Rover Series III (1971)

1980-90-იანები

80-იან წლებში მრავალი ტექნიკური სიახლის პერიოდი იყო. შვეიცარიელმა „სუპერქარის” მშენებელმა, მონტევერდიმ 1980 წელს დაიწყო ორკარიანი Range Rovers-ის ოთხკარიან მოდელად გადაკეთება, რომლის საკუთარი ვერსიაც მალევე შეიმუშავა Land Rover-მა. 1982 წელს 100,000-ე Range Rover გამოუშვეს – იმავე წელს, როდესაც ავტომატური გადაცემათა კოლოფი პირველად გახდა ხელმისაწვდომი.

Range Rover four-door

იმის გარდა, რომ Range Rover ბრენდის ერთ-ერთი გამორჩეული ავტომობილია, მის შესახებ სხვა საინტერესო ფაქტის გაზიარებაც შეგვიძლია. მაგალითად, ის, რომ 1970 წლის Range Rover იყო პირველი მანქანა, რომელიც გამოფინეს ლუვრში, მუზეუმში, სადაც მთელი მსოფლიოს შედევრები ინახება.

1990 წელს ბრენდმა გამოუშვა Defender. I სერიის გამოსვლიდან 42 წლის შემდეგ ეს ძალიან დიდი სიახლე იყო. მას ჰქონდა 200 TDi ტურბოდიზელის ძრავა.

Land Rover Defender

2000-იანები

1994 წლის 31 იანვარს BMW-მ შეიძინა Rover Group plc, მათ შორის Land Rover. 2000 წელს BMW გამოეყო როვერ ჯგუფს, რის შემდეგაც Land Rover გადაეცა Ford Motor Company-ს და გახდა მისი პრემიუმავტომობილების ჯგუფის ნაწილი. BMW-ს საკუთრებაში გადასვლა მხოლოდ წინ უსწრებდა მეორე თაობის Range Rover-ის გამოსვლას, შემდეგ კი Land Rover-ის ახალი მოდელი, Freelander გამოვიდა, 1997 წელს.

Land Rover Freelander

2007 წლის 11 ივნისს Ford-მა გამოაცხადა, რომ აპირებდა Land Rover-ის გაყიდვას იაგუარის მანქანებთან ერთად. კერძო სააქციო ფირმებმა დიდი ინტერესი გამოხატეს, თუმცა პრეტენდენტებს შორის Tata Motors of India-ზე შეჩერდა არჩევანი. 2008 წლის 26 მარტს Ford-მა გამოაცხადა, რომ თანახმა იყო თავისი Jaguar და Land Rover–ის აქციები Tata Motors–თვის მიეყიდა. ეს პროცესი 2008 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის დასრულდა.

2010-იანები

2008 წლის 18 იანვარს Tata Motors-მა დააარსა Jaguar Land Rover Limited, როგორც ბრიტანული  შვილობილი კომპანია. 2013 წლის 1 იანვარს ჯგუფმა განიცადა ფუნდამენტური რესტრუქტურიზაცია. დედაკომპანიას დაარქვეს Jaguar Land Rover Automotive PLC, Jaguar Cars Limited-ს დაერქვა Jaguar Land Rover Limited და Land Rover-ის აქტივები გადაეცა მას. შედეგად, Jaguar Land Rover Limited გახდა პასუხისმგებელი დიდ ბრიტანეთში, როგორც Jaguar-ის, ასევე Land Rover-ის ბრენდის პროდუქციის დიზაინზე, წარმოებასა და მარკეტინგზე, ხოლო Land Rover და Jaguar Cars აღარ არიან ცალკეული ავტომობილების მწარმოებელი ერთეულები.

რაც შეეხება თანამედროვე მოდელებს, ბრენდის ორ დიდ სიახლეს წარმოადგენს 2020 Land Rover Defender და ელექტრო Range Rover Evoque P300e PHEV.

2023 წელს Jaguar Land Rover-მა წარმოაჩინა ახალი კორპორაციული იდენტობა, რომელიც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს აღნიშნული ბრენდების ელეგანტურობას, თანამედროვეობასა და სამომავლო ხედვას. რებრენდინგის ფარგლებში, განახლდა ლოგო, ბრიტანული ავტომწარმოებელი კომპანია ბაზარზე პოზიციონირებულია, როგორც JLR, ხოლო მოდელები დაყოფილი იქნება House of Brands-ებად (Range Rover, Defender, Discovery და Jaguar). ამის მიუხედავად, Land Rover-ის საკულტო ემბლემა კვლავ გამოსახული იქნება ავტომობილებზე, ონლაინპლატფორმებსა და ვებგვერდებზე.
ახალი იდენტობა არის მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი და იდეალურად ასახავს კომპანიის ხედვას, რომ იყოს მაქსიმალურად დახვეწილი, უნიკალური და დეტალებზე ორიენტირებული.

ამასთან, 2024 წელს გამოვიდა პირველი სრულად ელექტრო Range Rover, რომელიც უახლეს Modular Longitudinal Architecture პლატფორმაზეა დაფუძნებული და ექსკლუზიური დიზაინი აქვს.

დღესდღეობით ბრენდი უკვე აქტიურად მუშაობს ელექტრიფიკაციაზე და თავის სამომავლო მოდელებსაც ელექტრომობილებისთვის ამზადებს. ეს პროცესი მან თავისი განახლებული ბრენდის ნაწილად აქცია და აცხადებს, რომ როგორც მთელი მსოფლიო, Land Rover-იც ჩართულია ელექტრომობილებზე მუშაობაში, რათა შეამციროს ნახშირბადის ემისიები. ბრენდს, ამავდროულად, არ შეუწყვეტია ძვირფასი, ყველგანმავალი და ძლიერი მანქანების დიზაინზე მუშაობა, ანუ ისევე, როგორც შიდაწვის მოდელები, ელექტრომობილებიც ამ კონცეფციის ქვეშ ერთიანდება.

იმოგზაურე რომში ან ლისაბონში! – გალერია თბილისის საჩუქრები 8 მარტისთვის

მიკროპლასტმასა გულის შეტევის რისკებს ზრდის — კვლევა