in

Defender 130 უკვე საქართველოშია!

Land Rover-ის უახლესი მოდელი Defender 130 უკვე საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდა — ლენდ როვერის შოურუმში შეგიძლიათ, ხარისხის, უახლესი ტექნოლოგიებისა და კომფორტის სინთეზი თავადაც გამოცადოთ. როგორც თავად ბრენდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს არის საკუთარ კლასში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო, მძლავრი და ელეგანტური ავტომობილი.

Land Rover Defender 130

Defender 130 სერიაში ყველაზე დიდი მანქანაა: სამ რიგად განლაგებული სავარძლები რვა მგზავრზეა გათვლილი. უახლესი ტექნოლოგიების წყალობით კი, ყველანაირი პირობაა შექმნილი კომფორტისა და სიმშვიდისთვის.

ისევე, როგორც Defender 110-სა და Defender 90-ში, აქაც ავტომობილის პირველი რიგის სავარძლებს 14 პოზიცია და თბობა-გაგრილების სისტემა აქვს. ამას ემატება ხაზში სიარულის მაკონტროლებელი ტექნოლოგია, რაც დაცულობის ფაქტორს ზრდის. ავტომობილი ასევე აღჭურვილია მძღოლის დაღლილობის მონიტორინგის სისტემით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

საგულისხმოა, რომ Defender-ს 3D გარშემო კამერებისა და 360-გრადუსიანი პარკირების სისტემა აქვს, რომელიც ახალი მოდელის შემთხვევაში უკვე 11,2-ინჩიან ცენტრალურ ეკრანზე უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით მოგვეწოდება.

თანაც Defender 130 სხვადასხვა საჭიროების მიხედვით რამდენიმე ტიპის ძრავითაა წარმოდგენილი. საბაზო მოდელი აღჭურვილია P400 Mild-hybrid ძრავით, რომელიც 400 ცხენის ძალასა და 406 ბრუნს გამოიმუშავებს. 

ხოლო მათ, ვინც სისწრაფესა და სიმძლავრეს ანიჭებს უპირატესობას, Land Rover სთავაზობს 5.0 ლიტრის მოცულობის 8 ცილინდრიან ძრავას, 500 ცხენის ძალით, სადაც აჩქარება 0-100-მდე მხოლოდ 5,4 წამია.

ოთხივე წამყვანი თვალის, ორხიდიანი გადაცემათა კოლოფისა და მართვის დახვეწილი სისტემის ხარჯზე კი Defender 130-ს შეუძლია, გაბარიტების მიუხედავად თავდაჯერებულად გაუმკლავდეს ნებისმიერ რელიეფს. ავტომობილის შეძენისას შესაძლებელია ასევე დამატებითი კომპლექტაციების შერჩევა, მაგალითად ისეთის როგორიცაა უკანა ხიდის ბლოკირების ფუნქციონალი.

სტანდარტული Defender 130 და Defender 130 Outbound

ბრენდმა მოდელის ორი ვერსია შეიმუშავა: სტანდარტული უპირატესობას ანიჭებს კომფორტს და ყოველდღიური მოხმარებისთვისაა შესაფერისი. აქ ინტერიერში მაღალი ხარისხის, პრემიუმ მასალებია გამოყენებული.

რაც შეეხება Defender 130 Outbound-ს, მას სათავგადასავლო ასპექტი კიდევ უფრო შორს მიჰყავს. ეს უკანასკნელი უფრო პრაქტიკული ინტერიერით გამოირჩევა — რეზინის ძირითა და  სხვა გამძლე ქსოვილებით. ამავდროულად, მოდელი აღჭურვილია ტვირთის გადასაზიდად საჭირო დამატებითი ფუნქციებით.

Land Rover Defender-ის ძველი მოდელი

Land Rover Defender-ის ისტორია გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო და მაშინვე დაიმკვიდრა მძლავრი ყველგანმავალის სახელი. დროთა განმავლობაში მისი ტრანსფორმაცია საოჯახო მანქანის სახით მივიღეთ, რომელიც უგზოობას, თოვლსა და ქარბუქს, ქვიშასა და წყალდიდობასაც კი მარტივად გაუმკლავდება.

Defender 130 კი ბრენდისთვის ახალი სიტყვაა ავტომობილების ინდუსტრიაში, რომელიც მაქსიმალური კომფორტისა და ტევადობის გათვალისწინებით გამოირჩევა. 

[R]

რას წერს უცხოური მედია საქართველოს EURO 2024-ზე გასვლის შესახებ?

Budweiser-ის ლიმიტირებული გამოშვება, როგორც პოპ-არტის ნაწილი