in

5 რამ, რაც Land Rover-ზე, შესაძლოა, არ იცოდით

Land Rover-ის ამბავი 1948 წლის 30 აპრილიდან იწყება, როდესაც ამსტერდამის ავტოშოუზე მაღალი გამავლობის AWD გამოჩნდა და მოგზაურთა ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად შეცვალა. ბრენდი მოგზაურობის მოყვარულ ადამიანებს აერთიანებს, რამაც ავტომწარმოებელს კიდევ ერთი მახასიათებელი შესძინა. Land Rover-ის დღევანდელი მოდელები თავდაპირველი გამოშვების მემკვიდრეობას აგრძელებს. წლების განმავლობაში, Land Rover საუკეთესო ავტომობილად მიიჩნეოდა უგზოობისთვის. მას, ძირითადად, გამბედავი მაძიებლები იყენებდნენ და აფრიკის დაბლობებსა და ამაზონის ჯუნგლებში თამამად დააბიჯებდნენ. გრძელ ვადაში, ბრენდი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ავტომწარმოებლად იქცა, რომელიც ყველაზე ეპიკურ თავგადასავლებსა და საგანგებო სიტუაციებში საიმედო მეგზურობას გაგიწევთ. რა გასაკვირია, რომ 1979 წელს, პარიზი-დაკარის პირველ რალიში მონაწილე პირველი ავტომობილი სწორედ Range Rover იყო.

პირველ Land Rover-ს საჭე შუაში ჰქონდა. ავტომობილის პირველი კონცეპტი უგზოობაში ფუნქციურობისა და გამოყენების სიმარტივის შესასწავლად შეიქმნა, რამაც წამყვანი ინჟინერი მორის უილკსი შთააგონა საჭე შუაში განეთავსებინა.

სიმსუბუქე. მეორე მსოფლიო ომში, ფოლადის დეფიციტის გამო, Land Rover-მა წარმოებაში ალუმინი გამოიყენა, რაც შემდეგ ბრენდის ნაწილად იქცა – ავტომობილების შვიდი სერიიდან ხუთის კუზაო სწორედ ალუმინისგანაა დამზადებული.

Land Rover-მა, ოქსფორდისა და კემბრიჯის სტუდენტების ინტერკონტინენტალური ტრანსფერი საკუთარ თავზე აიღო. განათლების ხელშესაწყობად, ბრენდს სტუდენტები ისეთ ადგილებში მიჰყავდა, როგორიცაა საჰარა და სინგაპური.

Land Rover-ის ავტომობილების გარდაქმნა არაერთი მიმართულებით შეიძლება – სასწრაფო მანქანებით დაწყებული, ტრაქტორითა და სახანძრო ავტომობილით დამთავრებული. ბრენდისა და „წითელი ჯვრის“ თანამშრომლობა 1954 წელს დაიწყო, როდესაც Land Rover-მა დუბაიში მოძრავი ამბულატორიის პირველი სერია შექმნა. მას შემდეგ, კომპანიამ ორგანიზაციისთვის 120 არასტანდარტული ავტომობილი შექმნა.

არც ისე დიდი ხნის წინ, Land Rover-მა სპეციალურ მოდელზე Hero დაიწყო მუშაობა. ავტომობილში სპეციალურადაა შემუშავებული კომუნიკაციების გაუმჯობესებული ტექნოლოგია, სწრაფი რეაგირებისთვის, სტიქიური მოვლენებისას – წყალდიდობისას თუ მიწისძვრისას. ავტომობილის სახურავი აღჭურვილია თვითკონცენტრირებული და მაგნიტური შეკავების ტექნოლოგიით, რაც ეკიპაჟს საშუალებას აძლევს, დრონი მოძრავი ავტომობილის სახურავზე დასვას.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

ლიდერების პიროვნული ხარვეზები კომპანიის სტრატეგიას აზიანებს

2021 წლის Top ტექნოლოგიური კომპანიები და მათში ინვესტირების საშუალებები