in

5 პლატფორმა, Landing Page-ის ასაწყობად

სულ ცოტა ხნის წინ, გიამბეთ, თუ რა არის Landing Page-ის ძირითადი ფუნქციები, შედეგები და რა გავითვალისწინოთ მისი შექმნისას (თუკი გაინტერესებთ, ამ ბმულზე შეგიძლიათ წაიკითხოთ). Landing Page-ის დანიშნულებაა ერთ სივრცეში მოუყაროს თავი მთლიან შეთავაზებას და მომხმარებელს მოქნილად უბიძგოს კონკრეტული მოქმედებისკენ – ეს შეიძლება იყოს შეკვეთა ან საკუთარი საკონტაქტო ინფორმაციის დატოვება. Landing Page აქტიურად გამოიყენება გაყიდვებისა და მარკეტინგის წარმოებისას. ამჯერად, თავი მოვუყარეთ იმ პლატფორმებს, რომლებიც Landing Page-ის აწყობაში დაგეხმარებათ. გაეცანით და ისიც გაგვიმხილეთ, თქვენ რომელი პლატფორმების გამოყენებას ამჯობინებთ?

Unbounce

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი პლატფორმაა. თავისი დახვეწილი ინსტრუმენტებით, ის მაღალი კონვერსიის „ლენდინგ გვერდების“ შექმნაში დაგეხმარებათ. პლატფორმით სარგებლობა არც ისე იაფია, თუმცა მოქნილი, საიმედო და ინტუიტური.

ესაა საუკეთესო ინსტრუმენტი კონვერსიების გასაზრდელად. Unbounce ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, თუკი მაღალი კონვერტაციის მქონე Landing Page-ის შექმნა, აუდიტორიის მოზიდვა გსურთ. პლატფორმის ოპტიმიზაციის ჭკვიანი ხელსაწყოები მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

Unbounce, AI-ის საშუალებით, მაღალი კონვერტაციის შაბლონებსა და ტექსტებს გთავაზობთ.
კომერციული ტექსტიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იქმნება. მას შეუძლია არსებული ტექსტი გარდაქმნას, დინამიკური ჩანაცვლების საშუალებით. გაფართოების ფუნქცია წინადადებებისა და აბზაცების ავტომატურად ჩანაცვლებაში დაგეხმარებათ.
მობილური ოპტიმიზაცია საშუალებას გაძლევთ, Landing Page-ის მობილური გვერდი შექმნათ და შეცვალოთ.
ამას გარდა, Unbounce ანალიტიკის მძლავრ ინსტრუმენტსაც გთავაზობთ. მრავლადაა წარმოდგენილი ფუნქციებიც.

Leadpages

ხელმისაწვდომი Landing Page-ის აპლიკაცია, კონვერტაციის ოპტიმიზაციის ძლიერი ფუნქციით. ის უზრუნველყოფს კონვერტაციის ოპტიმიზაციას: Leadpages-ს აქვს ჩაშენებული ტექნოლოგია, რომელიც პროგნოზირებს, რამდენად სავარაუდოა, რომ თქვენ მიერ აშენებული გვერდი კარგად იმუშავებს და იძლევა რეკომენდაციებს მისი ოპტიმიზაციის შესახებ.
შეუზღუდავი ტრაფიკი: პლატფორმა არ აწესებს დამატებით გადასახადებს ან შეზღუდვებს ვიზიტორთა რაოდენობაზე.
გარდა ინტუიციური drag-and-drop რედაქტორისა, მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ვიდეო პლეერი, ასევე კალენდრის გრაფიკი და დაჯავშნის სისტემა ინტეგრაციებით, როგორიცაა Calendly და OpenTable. პლატფორმაზე განთავსებულია 200-ზე მეტი შაბლონი, რომელთაგან შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა გამოყენების შემთხვევებისა თუ ინდუსტრიებისთვის. A/B ტესტირების ფუნქცია გვერდების ოპტიმიზებაში დაგეხმარებათ.

Instapage

Landing Page-ის ეს ხელსაწყო რედაქტორითა და კოლაბორაციის ფუნქციებით უზრუნველგყოფთ. საშუალებას მოგცემთ სრულად დააკონფიგურიროთ Landing Page-ის რედაქტორი. ამავდროულად, ძალიან მოქნილია ფუნქციონირებაში. ერთსა და იმავე „ლენდინგ ფეიჯზე“ რამდენიმე კოლაბორანტს შეუძლია მუშაობა. პლატფორმას კარგი ოპტიმიზაცია და ანალიტიკა აქვს – A/B ტესტირების გარდა, აქვს ანალიტიკა, Pixel Tracking, რეალურ დროში რეპორტინგი და დეტალურ ინფორმაციას გაწვდით ოპტიმიზაციისთვის. შეუძლია ტექსტების დინამიკურად გენერირება, რაც გვერდზე ვიზიტორების მოზიდვაში დაგეხმარებათ. მისი ინტეგრირება CRM-თან და ლიდების შესაგროვებელ სხვა საშუალებებთანაც შეიძლება.

HubSpot

ესაა ყოვლისმომცველი მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც Landing Page-ის უფასოდ შექმნაში დაგეხმარებათ. მას აქვს ცენტრალური ანალიტიკის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი ანალიტიკის წარმოდგენას გვერდის ვიზიტორებსა და პერფორმანსზე. პერსონალიზაცია CRM-ის ინტეგრაციით შეგიძლიათ. ასევე, უფასო მარკეტინგული პლატფორმის ხელსაწყოებით იმეილ მარკეტინგსაც აწარმოებთ, ლაივ ჩატსაც უზრუნველყოფთ, სოციალურ მედიასაც მართავთ და ანალიტიკასაც. SEO და A/B ტესტირება აქაც ხელმისაწვდომია.

Landingi

ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი დამწყები და მზარდი ბიზნესისთვის. ესაა მარტივად გამოსაყენებელი ხელსაწყო, რომელსაც უცებვე აუღებთ ალღოს. გვერდი ვიჯეტებისა და ფორმების მსგავსი ელემენტებით შეგიძლიათ გააფორმოთ. ამასთან, პლატფორმას 300-ზე მეტი შაბლონი აქვს, რომლის დარედაქტირებაც შეგიძლიათ. AI-ის დახმარებით ოპტიმიზაციასაც შეძლებთ, ნახავთ სასარგებლო ინსაითებს და ანალიზს, რაც გვერდის ეფექტურობის ზრდაში შეგიწყობთ ხელს. მისი დაკავშირება PayPal-თან და Stripe-თანაც შეგიძლიათ, გადახდების პირდაპირ Landing Page-დან მისაღებად. შეკვეთებს პირდაპირ პლატფორმიდან მართავთ და წარადგენთ კიდეც შეთავაზებებს. მარკეტინგისა და გაყიდვების ინტეგრირებაც შეგიძლიათ – CRM, იმეილ მარკეტინგი, ანალიტიკა და ელ.კომერცია.

 

მალე ჩინეთში რობოტაქსი მძღოლის გარეშე ივლის!

Porsche Taycan-ის უნიკალური რეკორდი ნიურბურგრინგზე