ავტომობილის რეკლამაში გასაგები მიზეზების გამო მთავარი გმირი და ვარსკვლავი ყოველთვის ავტომობილია. შეიძლება გახსოვთ Goodby Silverstein & Partners რეკლამა რომელიც მათ Saturn–ისთვის გადაიღეს, სადაც ადამიანები იმ მოძრაობებს აკეთებდნენ რასაც ავტომობილი აკეთებს.
ამჯერად Y & R სააგენტოს და Land Rover–ის თანამშრომლობის შედეგს წარმოგიდგენთ. თამამი რეკლამა სადაც ავტომობილი საერთოდ არ ჩანს, სამაგიეროდ რეკლამაში მონაწილეობას იღებს 4 “პარკურისტი”, რომლებიც Land Rover–ის შესაძლებლობების იმიტაციას აკეთებენ. შთამბეჭდავი ვიდეო რგოლი, slow motion–ით და ეფექტური კადრებით. ნახეთ ვიდეო.
http://www.youtube.com/watch?v=8VLg1tomjak
რეკლამა ცნობილმა რეჟისორმა Noam Murro–მა გადაიღო. შეაფასეთ ეს რეკლამა კომენტარებში