in

საქართველოს მიწები YouTube-ზე იყიდება

მარკეტერი თემა

YouTube-ზე ძალიან საინტერესო ვიდეო აღმოვაჩინეთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სავარაუდოდ ინდოეთის მოქალაქე, პენჯაბურ ენაზე თავის თანამოქალაქეებს სთავაზობს მიწის ყიდვას კახეთში. ვიდეოდან ირკვევა, რომ  1 ჰექტარი 1000$ ღირს, რაც ჩვენი ინფორმაციით ძალიან იაფია, გარდა ამისა საუბარია თავად ტერიტორიაზე, საწრწყავ არხებზე,იაფ მუშახელზე, ამინდზე და ა.შ  ამ შემთხვევაში საინტერესოა თავად გაყიდვის ფორმა და ის დაინტერესება რაც ვიდეოს მოყვა (იხილეთ იუთუბის კომენტარები, ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული მიწის შესყიდვით)

http://www.youtube.com/watch?v=jGW_3866As8&feature=youtu.be

სხვა ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.youtube.com/user/gsaini1980/videos?view=0&flow=grid

ჩვენ ეს ვიდეო Facebook-ზე გავაზიარეთ, მას შემდეგ ქართველი იუზერებიც გამოჩნდნენ და ლანძღვა გინებით მოუწოდებენ კომენტატორებს არ იყიდონ მიწა საქართველოში.

მარკეტერი ესაუბრა კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში. მათ განაცხადეს რომ აქვთ საბროკერო კომპანია და არაფერს უკანონოს არ აკეთებენ. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით მიწებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყიდიან, უცხოელებზე და ქართველებზეც.

მსოფლიოს ბევრი ქვეყანა არ ყიდის მიწას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. მარკეტერის ინფორმაციით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი წინააღმდეგია, რომ მიწები უვადოდ და მუდმივ საკუთრებაში გადაეცეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მაგრამ დღესდღეობით ამას კანონი არ არეგულირებს.

ჩვენ თქვენი აზრი გვაინტერესებს, როგორ ფიქრობთ უნდა იყიდებოდეს თუ არა მიწა უცხოელებზე? (პასუხი დაასაბუთეთ) 

მატიანე

როგორი იყო ქართული რეკლამა 2002 წელს?

ბრენდი

რატომაა აუცილებელი რეკლამისთვის კარგი “მუსიკის” შერჩევა?