in

სტარტაპი თვითმფრინავის საწვავს ალკოჰოლისგან მიიღებს!

იგი ბილ გეითსმა დააფინანსა…

დიახ, ბილ გეითსმა Breakthrough Energy დააფინანსა და ახლახან გამოაცხადა, რომ მისი პირველი Catalyst პროექტის დაფინანსება, 50 მილიონი აშშ დოლარის გრანტის სახით, LanzaJet-ის Freedom Pines Fuels-ის მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) ქარხანაში, ჯორჯიის შტატში, დაიდებს ბინას. 

უნდა აღინიშნოს, რომ Breakthrough Energy Catalyst უნიკალური პროგრამაა, რომელიც ბიზნესებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს აერთიანებს, რათა დააფინანსონ კომერციული მასშტაბის პროექტები, რომლებიც ძირითადი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს დააჩქარებს. 

„LanzaJet-ის მდგრადი საავიაციო საწვავის ახალმა ქარხანამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ავიაციის დეკარბონიზაციაში და აჩვენოს, თუ როგორ შეუძლიათ თემების გაძლიერება სუფთა ეკონომიკის წარმომადგენლებს. მადლობელი ვართ Catalyst-ის პარტნიორების, რომელთაც ესმით, რომ კლიმატის ლიდერობა ტექნოლოგიების მხარდაჭერას გულისხმობს, რომელიც ემისიებს შეამცირებს და რომ კლიმატის გამოწვევების გადაჭრა ნულოვანი მომავლის ასაშენებლად მსოფლიო ეკონომიკური ძრავის მობილიზებას მოითხოვს, — ამბობს როდი გიიდერო, აღმასრულებელი დირექტორი. 

გარდა იმისა, რომ LanzaJet-ის Freedom Pines Fuels პროექტი კომპანიის პირველი კომერციული მასშტაბის SAF ქარხანა იქნება, ის მსოფლიოში პირველი ქარხანაც გახდება, რომელიც ალკოჰოლისგან რეაქტიულ SAF-ს აწარმოებს. ამ უკანასკნელით კი იმედოვნებენ, რომ თვითმფრინავის წიაღისეულ საწვავთან შედარებით, იგი ემისიების გამოყოფას მინიმუმ 70%-ით შეამცირებს.

ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ყოველწლიურად სათბურის გაზების ემისიების დაახლოებით 2-3 პროცენტი ავიაციაზე მოდის. ხოლო მას შემდეგ, რაც ის სრულად ამუშავდება, SAF-ის წარმოების გაზრდისა და მდგრადი საწვავის ბაზარზე ქარხანა გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, რომელიც ნაკლებად ძვირიცაა… ფიქრობენ, რომ იგი ყოველწლიურად 9 მილიონ გალონ SAF-სა და მილიონ გალონ განახლებად დიზელს გამოიმუშავებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ SAF-ის გრანტები უფრო მეტ ინოვაციებს წაახალისებს. რაც ხელს შეუწყობს ეთანოლის ახალი ბაზრის შექმნას მდგრადი წყაროებიდან, რომელიც შეიძლება გაიზარდოს და ამასთან, ჰქონდეს დაბალი ნახშირბადის ემისიები. ეს კი იმით მოხდება, რომ ქარხანა დაახლოებით 5 წლის ვადაში მეორე თაობის ეთანოლზე გადავა, მათ შორის ნარჩენებისგან დამზადებულზეც. 

უშუალოდ SAF კი სხვადასხვა დაბალი ნახშირბადის შემცველობით მზადდება, როგორიცაა, მაგალითად: სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები, მუნიციპალური მყარი ნარჩენები, ენერგეტიკული ან სამრეწველო პროცესები და ატმოსფერული ჰაერიდან მიღებული ნახშირბადი. დიახ, მისი გამოყენება ტრადიციული თვითმფრინავის საწვავის ნაცვლად შეგიძლიათ და იგი თავსებადია არსებულ თვითმფრინავებსა თუ ინფრასტრუქტურასთან.

ხოლო, თუ ნედლი ნავთობისგან დამზადებულ ტრადიციულ საწვავს შევადარებთ, SAF-ს შეუძლია მთელი სიცოცხლის ციკლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეამციროს სათბურის გაზების ემისიები (GHGs). ამასთან, იგი ნაწილაკების დამაბინძურებლების შემცირებით ადგილობრივი ჰაერის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. 

თუმცა ამ ყველაფერში უდიდესი მნიშვნელობა დამფინანსებლებს ენიჭება, რადგან ახალი ტექნოლოგიების თავდაპირველ პროექტებს იაფი კაპიტალის მიღება უჭირს და ხშირად აქვს გაუთვალისწინებელი ხარჯები… თუმცა, სავარაუდოდ, ეს პროექტი მსგავსი გამოწვევების წინაშე ნაკლებად უნდა დადგეს, რადგან LanzaJet-ის Freedom Pines Fuels-ის ქარხანას აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტი, Microsoft Climate Innovation Fund და LanzaJet-ის აქციონერები Mitsui & Co., Suncor Energy, LanzaTech, British Airways და Shell უკვე დაეხმარა. ხოლო Catalyst-ის გრანტი ხელს შეუწყობს მის ამოქმედებას, თანაც, რაც შეიძლება მალე. 

რატომ უნდა შევიძინოთ სამსუნგის მხოლოდ ოფიციალური ტელევიზორი?

Nescafé-ს ახალი კამპანია ყავის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს