in

ლოს-ანჯელესის პოლიციამ დაკავებისას რობოტი ძაღლი გამოიყენა

არაერთხელ დაგვიწერია რობოტებზე, მათ შორის, რობოტ ძაღლზეც, თუმცა რამდენჯერ გვიფიქრია – ნეტავ, როგორია ისინი რეალური გამოყენებისას? ჰოდა, ახლა ზუსტად ასეთ ამბავს გაგიზიარებთ. ლოს-ანჯელესში, გასულ კვირას, როდესაც შეიარაღებული მამაკაცი კორეული უბნის მოლში შეიჭრა, LAPD-მ რობოტების დახმარებით შეძლო საფრთხის შემცირება თავისი სამუშაო ძალისთვის.

ოფიციალურად, მას იცნობენ, როგორც ოთხფეხა უპილოტო სახმელეთო მანქანას, რომელიც ძაღლს ჰგავს. ძაღლის მსგავსმა რობოტმა შეძლო მიახლოვებოდა დაჭრილ ეჭვმიტანილს, ამოეღო ორი იარაღი, რომელიც მის მახლობლად იყო და ოფიცრებისთვის საშუალება მიეცა, უსაფრთხოდ დაეკავებინათ მამაკაცი.

LAPD-ის ხელმძღვანელის თანაშემწე დომინიკ ჩოიმ ლოს-ანჯელესის პოლიციის კომისართა საბჭოს განუცხადა, რომ დეპარტამენტის ერთ-ერთმა ბორბლიან რობოტმა ვერ შეძლო იარაღის მოპოვება, მაგრამ ეს „ოთხფეხამ“ მოახერხა.

„ოთხი კიდურის გამო, თუ გნებავთ, და ამ მოწყობილობის მოხერხებულობისა და მოქნილობის გამო, ამ ხელსაწყომ შეძლო პოზიციაზე მოსვლა, ერთი ცეცხლსასროლი იარაღის აღება, მოტანა, მიბრუნება და მეორე ცეცხლსასროლი იარაღის აღება“, – თქვა ჩოიმ.

LAPD-მ, ჯერ კიდევ, ამ წლის დასაწყისში, თავის SWAT გუნდს დაუმატა $280,000 ღირებულების რობოტი ძაღლი. მაშინ ამ ამბავს სამოქალაქო უფლებების ჯგუფების მწვავე წინააღმდეგობა მოყვა. ისინი შიშობდნენ, რომ პოლიცია რობოტს არაპროპორციულ ძალად გამოიყენებდა მოწყვლად ჯგუფებში.

LAPD აცხადებს, რომ რობოტი არასოდეს იქნება შეიარაღებული და გამოიყენებენ მძევლების აყვანისას ან კონფლიქტურ სიტუაციებში, რათა პოლიციის ოფიცრები არ აღმოჩნდნენ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში.

პოლიციის დეპარტამენტმა ასევე სთხოვა პოლიციის კომისრებს, დაედასტურებინათ მოთხოვნა და BolaWrap 150 მოდელის საპილოტე პროგრამაში კიდევ ერთი წლით დაეტოვებინათ. მაინც, რა არის BolaWrap? BolaWrap მაღალი სიჩქარით ისვრის კევლარის კაბელს, რომელიც ეხვევა ეჭვმიტანილის მკლავებს ან ფეხებს, რაც ხელს უშლის მას მოძრაობაში, რის შემდეგაც პოლიციის ოფიცრები მას უსაფრთხოდ აიყვნენ.

LAPD-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ერთწლიანი საცდელი პერიოდის განმავლობაში, ოფიცრებმა BolaWrap-ები გამოიყენეს 14-ჯერ, კონფლიქტურ სიტუაციაში, მათ შორის შვიდი ჰოლივუდის ზონაში და შვიდი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

დეპარტამენტი არ თვლის, რომ BolaWrap-ს აქვს ძალის გადამეტების შესაძლებლობა. ხელმძღვანელის თქმით, ოფიცრები გადამზადდებიან, რათა ისწავლონ, როგორ გამოიყენონ მოწყობილობა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას..

თუმცა, მეტრომ ოთხშაბათს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ არ არის დამტკიცებული მისი გამოყენება მეტრო სისტემაში.

წყარო: abc7

გეიმინგი ალფა თაობისთვის სოციალიზაციის გზაა

რითაა სასარგებლო არტ-თერაპია?