10
Jul
2019

Studio Ghibli-ის 1986 წელს გამოშვებული ანიმაცია სვანეთის ინსპირაციით შეიქმნა

10 Jul 2019

ქალაქი გონდოა, რომელსაც იაპონურ ანიმაციაში “ლაპუტა: ზეციური ტაძარი” (Laputa: Castle in the Sky) ვხვდებით, სვანეთის ბუნებისა და ისტორიული კოშკების შთაგონებით შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ანიმაციის შემქმნელი სააგენტო Studio Ghibli ავრცელებს. ეს იყო პირველი ანიმაცია, რომელზეც სააგენტომ იმუშავა, ტოკუმა შოტენის ხელმძღვანელობით. “ლაპუტა: ზეციური ტაძარი” სათავგადასავლო ჟანრის იაპონური ანიმაციური ფილმია. ფილმი 1986 წელს შეიქმნა. მისი რეჟისორი ჰაიაო მიაძაკია. ანიმაციაში წარმოდგენილი ქალაქი გონდოა, რომელიც პერსონაჟ პრინცესა შიტას სამშობლოა. სიუჟეტი გვიყვება ახალგაზრდა ბიჭისა და გოგონას თავგადასავლებზე, როდესაც ისინი, ლეგენდარული მცურავი სასახლის ძიებაში, მაგიური კრისტალის სამხედრო აგენტებისგან გადამალვას ცდილობენ.

2006 წელს, იაპონური მედია ხელოვნების ფესტივალზე “ლაპუტა: ზეციური ტაძარი” საუკეთესო ანიმაციად დასახელდა. 2008 წელს კი, გამოკითხვებში პირველი ადგილი მოიპოვა. ანიმაციურმა ფილმმა, რომელიც სტიმპანკის ჟანრის მნიშვნელოვან მონაპოვრად ითვლება, დიდი გავლენა მოახდინა იაპონურ პოპ-კულტურაზე და უამრავი ნამუშევრის შთაგონების წყაროდაც იქცა.

განხილვა