ბრიტანელმა მხატვარმა საჩა ჯაფრიმ შექმნა ნახატი, რომელიც ორი საფეხბურთო მოედნის ზომის იყო. ცოტა ხნის წინ ის დუბაიში, საქველმოქმედო აუქციონზე 62 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის თანახმად, შთამბეჭდავი 17,000 კვადრატული მეტრის ზომის ნახატი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტილოა.
აღნიშნული ნახატის შექმნის იდეა მხატვარს იზოლაციაში მოუვიდა და მოუნდა, ამ მასშტაბის ნახატით მას “სამყარო სხვა ფერი გაეხადა.”