in

საქართველოს ეროვნული ვალუტა „ლარი“ 28 წლისაა!

ზუსტად 28 წლის წინ, 1995 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ვალუტა — #ლარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა

„მანეთი“, „ქართული მანეთი“, „მარჩილი“, „ქართი“, „რვალი“ და „ლარი“ — ეს იმ სახელების ჩამონათვალია, რომლებიც ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად განიხილებოდა. საბოლოოდ კი, შეირჩა ლარი — ძველი ქართული სიტყვა, რომელიც განძს, ქონებას ნიშნავს.

1993 წელს შეიქმნა ლარის ბანკნოტების დიზაინის ესკიზები 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ნომინალებისთვის. ბანკნოტებზე გამოსახულია გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების პორტრეტები, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფრაგმენტები, ხელოვნების ნიმუშები და ფულის ნიშნების მახასიათებელი რეკვიზიტები. ბანკნოტების დიზაინი მოამზადა ნოდარ მალაზონიამ. მონეტებზე გამოსახულია ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფრაგმენტები, ბორჯღალი (უძველესი მზის სიმბოლო), სხვადასხვა წარწერები და ფულის ნიშნების მახასიათებელი რეკვიზიტები.

ამასთანავე, ლარს თავისი სიმბოლო აქვს — ₾, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ 2014 წლის 7 ივლისს დაამტკიცა. ლარის სიმბოლო ქართულ ანბანს ეფუძნება.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ეროვნული ბანკი ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტების გამოშვებას გეგმავს.

[R]

საქართველოს ლიდერი ავტოგაქირავების კომპანია – Europcar Georgia უკვე მეორედ World Travel Awards-ის ჯილდოს მფლობელია

თბილისში სრულად ელექტრო Audi Q8 e-tron-ისა და აუდის კლუბის პრეზენტაცია გაიმართა