მასიურმა გუმბათოვანმა სივრცემ, რომელიც მილიონზე მეტ LED-შია გახვეული, პირველ შოუს უმასპინძლა — Las Vegas Sphere-ში სულ ახლახან ირლანდიური როკ-ბენდის U2-ის კონცერტი გაიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებლებს პირველად მიეცათ შანსი, ენახათ, რა ხდება სფეროს შიგნით და ეს რაღაც გასაოცარია…
მარტო სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოებიც კი კმარა იმის სათქმელად, რომ Sphere კონცერტის სრულიად ახალ, შთამბეჭდავ გამოცდილებას გთავაზობთ. ალბათ, ისეთსაც სიტყვებით რომ ვერ გადმოვცემთ სრულად… თუმცა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაცაა. U2-ს შოუს დროს ორი ეფექტის მონაცვლეობას მიმართეს, ერთი გიგანტური ვიზუალური ეფექტები იყო, რომლებსაც გუმბათოვან ეკრანზე აჩვენებდნენ. ხოლო მეორე უფრო სტანდარტული, რომელიც კონცერტის ეკრანს ჰგავს და ახლო კადრებს ასახავს. როგორც ჩანს, პირველი სიმღერა Zoo Station სწორედ ამ უკანასკნელით დაიწყო:
თუმცა ხანდახან რაღაცები კონტროლიდან სრულად გამოსულს ჰგავს, გიჟური ანიმაციებით მთლიან ეკრანზე, რამაც ადამიანების სრული დისორიენტაცია შეიძლება გამოიწვიოს და თუ ამ ვიდეოებს გადახედავთ, მიხვდებით, რომ მათ ვერც რაიმეში დავადანაშაულებთ:
ეფექტები რომ შთაბეჭდილებას ახდენს, ეს ფაქტია, მაგრამ აქვე საინტერესოა, როგორია სინამდვილეში მილიონზე მეტ LED ნათებაში გახვეული სფერო. როგორც ამბობენ, თითოეული 48 დიოდს შეიცავს, 21 სანტიმეტრამდეა და არც მეტი, არც ნაკლები, 256 ფერის ჩვენება შეუძლია.
და თუ ამ შოუს ნახვა თავადაც მოგინდათ, გეტყვით, რომ ყველაზე ბიუჯეტური ბილეთის ფასი 400 დოლარს შეადგენს…