„მარკეტერის“ პოდკასტის ახალი ეპიზოდის სტუმარია Shelf.network-ის დამფუძნებელი ლაშა ანთაძე. თამადად შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სტარტაპერია – საკუთარ სტარტაპში, მან მილიონების მოზიდვა შეძლო და ინვესტიციის ნაწილზე უარიც თქვა!
დღეს, ლაშა ანთაძესთან ერთად, გადაცემაში ვსაუბრობთ: სტარტაპ გარემოში გუნდის შენებაზე, სრულიად ახალ ბიზნეს ინდუსტრიაში ფოკუსის, საკუთარი ხედვის ქონისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე. ასევე – აქსელერაციაზე, სწრაფად განვითარების ტაქტიკაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ ისეთი ბიზნესი, რომ მისი ზრდისა და განვითარებისთვის ბიზნეს პროცესების ფრანჩაიზი შევძლოთ.
„მარკეტერის“ პოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“. ყველა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.podcast.ge.