in

გაიცანი წარმატებული სტეპერები – ლაშა ასპანაძე

ლაშა, რა სპეციალობაზე სწავლობდი აკადემიაში? რომელ წელს დაამთავრე?

სტეპის მიმართ ინტერესი მისი საქართველოში შემოსვლისთანავე გამიჩნდა, რადგან სწორედ მაშინ მიწევდა ჩემს სამომავლო გეგმებზე ფიქრი და ვარჩევდი სასწავლებელს. კომპიუტერული ქსელების და კიბერუსაფრთხოების კურსი, რომელიც სასწავლებლად ავირჩიე, განსაკუთრებულად გამორჩეული იყო ჩემთვის, რადგან იგი მხოლოდ ერთ პროფესიაზე არ იყო ორიენტირებული. მისი დამხარებითმ შესაძლებლობა მომეცა, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ერთბაშად რამდენიმე პროფესიას დავუფლებოდი. კურსის ასეთი სტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში, რადგან ამ მიმართულებით სამუშაოდ აღარ არის საკმარისი კონკრეტული პროფესიის შესაბამისი ცოდნის ან/და კვალიფიკაციის ქონა. იმისათვის, რომ ბაზარზე კონკურენტული და მოთხოვნადი სპეციალისტი იყო, საჭიროა, გქონდეს უფრო ღრმა ცოდნა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. სტეპში სწავლა 2022 წელს დავასრულე, თუმცა მას შემდეგ მუდმივად მიწევს განვითარებაზე ფიქრი და მუშაობა.

რომელ კომპანიაში მუშაობ ახლა და რა პოზიციაზე? რა დავალებებს მოიცავს შენი საქმიანობა?

ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში პირველად 2020 წელს დავსაქმდი. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. ორ წელზე მეტი კომპიუტერული ქსელების მიმართულებით ვიმუშავე, თუმცა შემდეგ გადავწყვიტე კურსი შემეცვალა. ამჟამად „თეგეტა ჰოლდინგში” ვარ დასაქმებული ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე. დღევანდელ სამყაროში და განსაკუთრებით საქართველოში, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სერიოზული გამოწვევები არსებობს, შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა მარტივი არაა და სწორედ ეს ფაქტი ხდის მას კიდევ უფრო საინტერესოს. ჩემი საქმიანობა მოიცავს როგორც ინფორმაციულ, ასევე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობას. კომპანიაში ვნერგავ/ვამონიტორინგებ სხვადასხვა პროგრამას, რომლებიც უზრუნველყოფენ კორპორაციული ქსელისა და მთლიანად კომპანიის კიბერუსაფრთხოებას. ასევე, ჰოლდინგში ვნერგავთ უსაფრთხოების სხვადასხვა პოლიტიკას, რომელთა საშუალებით შესაძლებელი ხდება კომპანიის სწორი მიმართულებით განვითარება.

ყველაზე მეტად რომელი პროექტით ამაყობ, რომელზეც გიმუშავია?

ერთი კონკრეტული პროექტის გამოყოფა ალბათ გამიჭირდება. ჩემი აზრით, ყველა პროექტი, რომელზეც მიმუშავია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თითოეულმა პროექტმა დიდი როლი ითამაშა ჩემი დამსაქმებელი კომპანიებისთვის განვითარებაში სხვადასხვა მიმართულებით. ჩემთვის ყოველი ასეთი წარმატებული პროექტი უზრუნველყოფს დამატებით მოტივაციას იმ სფეროში, რომელშიც ვმოღვაწეობ.

 რა როლი ითამაშა IT აკადემია STEP-მა შენს ცხოვრებაში?

IT აკადემია STEP-მა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. მისი დახმარებით, მივიღე პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის საჭირო ცოდნა. სტეპში არსებული სწავლების მეთოდები ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ სამომავლოდ ადამიანს გაუმარტივედეს სრულიად განსხვავებული საკითხების შესწავლა. გარდა იმისა, რომ აკადემიამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ განვითარებაში, ასევე, მომცა შანსი, ძალები მომესინჯა ლექტორის როლშიც. შესაძლებლობა მომეცა, ჩემი გამოცდილება სხვა ადამიანებისთვის გამეზიარებინა და, ამავდროულად, საკუთარი თავი სხვა კუთხით გამეცნო და აღმომეჩინა.

რა რჩევას მისცემდი სტეპის ახლანდელ სტუდენტებს?

ჩემი აზრით, ახლანდელ სტუნდენტებს აქვთ უფრო რთული გამოწვევები, ვიდრე ეს წლების წინ იყო. ტექნოლოგიების ასეთი ტემპით განვითარება ადამიანს აიძულებს, უფრო მეტი ენერგია და დრო ჩადოს საკუთარი თავის განვითარებაში. სწორედ ეს ხდის ამ მიმართულებით წარმატების მიღწევას უფრო რთულს, თუმცა, ამავდროულად, ძალიან საინტერესოს. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობა ნიშნავს მუდმივად სწავლასა და განვითარებაზე ფიქრს. ახლანდელ სტუდენტებსაც სწორედ ამას ვურჩევ – არასოდეს შეწყვიტონ სწავლა და განვითარება, ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე, იმისათვის, რომ მუდმივად წარმატებული და მოთხოვნადი სპეციალისტები იყვნენ თავიანთ სფეროში.

[პარტნიორის კონტენტი]

შეხვდი ახალ წელს ახალი პროფესიით – მოასწარი რეგისტრაცია სტეპის კურსებზე

IT აკადემია STEP-ის ყოველწლიური გამოფენა გრაფიკულ დიზაინში – “საზღვრებს მიღმა”