in

„კია საქართველომ“ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს ავტომობილი აჩუქა

Tokyo 2020-ის ოქროს მედალოსანმა ლაშა ბექაურმა, „კია საქართველოსგან“, საჩუქრად, 2021 წლის Kia ProCeed GT მიიღო.

„ჩვენ გვჯერა, რომ მოძრაობას მოაქვს მუდმივი პროგრესი და შთაგონება. ამიტომ, ჩვენ მუდამ მათ გვერდით ვიქნებით, ვინც არ უშინდება სიახლეებს და აგრძელებს მოძრაობას. ლაშა ბექაურს და სრულიად საქართველოს ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას და დარწმუნებულები ვართ, ერთად კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – ამბობენ „კია საქართველოს“ წარმომადგენლები. 

აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაური „კია საქართველოს“ ბრენდ ამბასადორის რანგში გააგრძელებს მოღვაწეობას.

„დიდი მადლობა ამ დიდი საჩუქრისთვის. ოლიმპიადიდან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ძალიან  ბევრი ბედნიერი სახე ვნახე,რაც დიდ მოტივაციას მაძლევს. მინდა,  ქართველი გულშემატკივარი კიდევ მრავალჯერ გავახარო. პატარა ძიუდოისტებს ვეტყოდი, რომ თავისი მიზნებისთვის ბოლომდე იბრძოლონ“, – ამბობს ლაშა ბექაური.

2020 წლის 28 ივლისს, 90 კილოგრამამდე წონაში ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ფინალში მან გერმანელი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ტოკიოს ოლიმპიადაზე ეს იყო საქართველოს პირველი ოქროს მედალი.

 

[R]

თოდუას კლინიკაში მართვის ერთიანი პროგრამული უზრუნველყოფა დაინერგა

აჭარაბეთზე 10 299 143 ₾ გათამაშდა! საქართველოში კიდევ ერთი მილიონერია!