იცვლება დრო – ჩემპიონი კი უცვლელია. სულ რამდენიმე დღის წინ, მთელი საქართველო საერთო სიხარულმა მოიცვა. ოქროა, ოქრო! თანაც, უკვე მეორედ! ლაშა ბექაურმა კვლავაც მოუტანა საქართველოს გამარჯვება პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე და გულშემატკივრების გულებიც საზეიმოდ ააგუგუნა.
პირველი ოლიმპიური სიხარული ლაშა ბექაურთან ერთად, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გავიზიარეთ. მაშინ, ჩემპიონის მშობლიურ სოფელში, არხილოსკალოში საქართველოს ბანკის ბილბორდი გამოჩნდა წარწერით „აქ დაიბადა ოლიმპიური ჩემპიონი! ლაშა, არ გაჩერდე!“.
შემდეგ, ოლიმპიადის სამზადისში ახალი, გამამხნევებელი გზავნილი გამოჩნდა.
ცოტა ხნის წინ კი, მეორე ოლიმპიურ ოქროსთან ერთად, ბილბორდიც განახლდა:
როდესაც ერთად ვზეიმობთ გამარჯვებას, ნელ-ნელა ვიწყებთ გააზრებას, რამხელა გზის გავლა მოუწია, სანამ კვარცხლბეკის ყველაზე მაღალ საფეხურზე შეძლებდა დადგომას. ოლიმპიური ოქრო ხომ ყველა წარმატებული სპორტსმენის მთავარი ოცნებაა. თითქოს, ის კარიერული კულმინაციაა, რომლისთვის მოსამზადებლადაც ოთხწლიანი მძიმე შრომა სჭირდება. ამ მწვერვალს პირველად 20 წლის ასაკში მიაღწია. მანამდე იყო ევროპის ჩემპიონობა ლისაბონში, 2021 წელს, იქამე ვანტააში – 2019 წელს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონობა მოიპოვა, სულ ცოტა ხნით ადრე მარაქეშში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 2018 წელს იყო ნასაუში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის პირველობა.
ქართული ჯუდო, ჯუდოს მსოფლიო სკოლებს შორის გამორჩეულია. ამიტომაც ბუნებრივია ჯუდოკების ასპარეზობისადმი ამხელა ინტერესი გულშემატკივრების მხრიდან. წლიდან წლამდე, ოლიმპიადიდან ოლიმპიადამდე იზრდება ქართული ჯუდოს სკოლა: ოლიმპიური ჩემპიონები და ოლიმპიური პრიზიორები საუკეთესო მაგალითს ქმნიან ახალგაზრდა ჯუდოკებისთვის.
ჯუდო იაპონიაში მე-19 საუკუნის ბოლოს დაიბადა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში საბჭოთა საქართველომდეც მოაღწია. სპორტის ტრადიციამ და ჭიდაობის მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ განაპირობა ის, რომ ქართულმა სპორტმა ჯუდო მალევე დაიმეგობრა და ორგანულ ნაწილად მიიღო.
აბსოლუტურად ყველა ქართველი ჯუდოკა ატარებს საკუთარ ამბავს, საკუთრივ მძიმე პერიოდებს, ტრავმებს, სიდუხჭირეს, ცუდ სავარჯიშო დარბაზებში გატარებულ ათასობით საათს, დაბოლოს – გამარჯვებას. ლაშა ბექაურის პირადი სტატისტიკა და ახალგაზრდა ასაკში მიღწეული შთამბეჭდავი შედეგები მართლაც იწვევს აღფრთოვანებას. ამავდროულად, ამ ქართველ სპორტსმენს გამოარჩევს არამხოლოდ მედლების რაოდენობა, არამედ ამბავი, რომელიც ღრმა ბავშვობიდან იწყება, როცა ის დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში პირველად ეზიარა სპორტს. შემდეგ კი, როგორც თავად აღნიშნავს – ხასიათი, რომელიც ოლიმპიურ (უკვე ორგზის) პირველობამდე გაუძღვა. ოცნებად ჰქონდა, ბოლომდე გამოევლინა ტალანტი, რომელიც დაბადებიდან დაჰყვა და შემდეგ დიდი შრომით გამოძერწა. მიზანს მიაღწია, ზედიზედ მეორე ოქრო დაისაკუთრა და სრულიად საქართველო აგვავსო ისეთი სიამაყით, შვილიშვილებს რომ მოვუყვებით.
ოლიმპიურ მოლოდინსა და შემდეგ – სიხარულს თან სდევდა დიდი გულშემატკივრობა არამხოლოდ ქომაგების მხრიდან. დიდი მნიშვნელობა აქვს გვერდში დგომას ბრენდებისგან. საქართველოს ბანკმა, რომელიც საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია და მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც არ ჩერდებიან და საკუთარი წარმატებით უკეთეს საქართველოს ქმნიან, იზრუნა, რომ ოლიმპიური სიხარული ყველგან გვხსომებოდა.
ოლიმპიური ნაკრების მხარდამჭერი გზავნილი ყოველი ფეხის ნაბიჯზე გხვდებათ – ბანერების გარდა, ფილიალებში, სტიკერების სახით, ციფრულ არხებში… ლაშა ბექაურის გამარჯვებას უძღოდა ვიდეორგოლიც, სადაც ოლიმპიელი საკუთარ ოცნებებსა და სპორტულ შთაგონებაზე საუბრობს.
გვჯერა, ლაშა ბექაურის სახელთან კიდევ არაერთი წარმატება იქნება დაკავშირებული, თუმცა მთავარი. მას გამოარჩევს ის თავდადებაა, რომელსაც სპორტში თავისი კუთხისა და სამშობლოს სიყვარულით ავლენს.
ოლიმპიური თამაშები გრძელდება. პარიზი ორი კვირით მსოფლიო სპორტის დედაქალაქად იქცა. 15-დღიან ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სხვადასხვა ქვეყნისა და სპორტული სახეობის 11 000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. მთლიანობაში, ოლიმპიადაზე სპორტის 32 სახეობა და 48 დისციპლინაა გაერთიანებული. ოლიმპიური პირველობისთვის იბრძვის საქართველოს ნაკრები, რომელმაც უკვე არაერთი ოლიმპიური მედალი მოიპოვა და კვლავაც აგრძელებს ასპარეზობას.