in

SEU-მ და SEU DEVELOPMENT-მა, ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს ბინა აჩუქეს

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა“ (SEU) და კომპანია SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი ლაშა ბექაურს – უნივერსიტეტის რექტორის, გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, სეუ-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, საჩუქრად, გადაეცემა ბინა.

დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის. ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია. კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ. გვჯერა, მომავალშიც არაერთხელ ვიამაყებთ მისით. მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ლაშასთვის ეს ისტორიული გამარჯვება მიგველოცა და საჩუქრად SEU DEVELOPMENT-ის დასრულებულ კომპლექსში, საბურთალოზე, 100 კვ.მ ბინა გადაგვეცა. ვულოცავთ მთელ საქართველოს, ეს ქვეყნის გამარჯვებაა“, – ამბობენ „საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა“ და SEU DEVELOPMENT- ში.

[R]

მძლეოსნობა ოლიმპიურ თამაშებზე

ასე დაიწყო თიბისიმ „ყველაზე გრძელი ზაფხული“…