19
Nov
2019

თანამშრომლებზე ორიენტირებული გარემო – Majorel-ის ელექტრონული კომერციის პროექტ მენეჯერი ლაშა ჭანკვეტაძე

19 Nov 2019

დასაქმების ბაზარზე არც ისე ადვილია ისეთი სამსახურის პოვნა, სადაც გამოცდილება გადამწყვეტ ფაქტორს არ წარმოადგენს, თუმცა მეიჯერელზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. საერთაშორისო კომპანია მეიჯერელი ქართულ ბაზარზე, 2016 წელს Arvato Bertelsmann-ის სახელით შემოვიდა, ხოლო, 2019 წელს  მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, Arvato Bertelsmann-სა და Saham- ის გაერთიანებით წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO Sector) სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით 29 ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომელთა რაოდენობა 48,000-ს აღემატება

საქართველოში, თბილისის ორ ოფისსა და ქუთაისის ერთ ოფისში უკვე 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მეიჯერელის თანამშრომლები მსოფლიოში ცნობილი კომპანიების მომხმარებლებს  ეხმარებიან საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, პასუხობენ მათ შეკითხვებს და პრობლემის გადაჭრის გზებს სთავაზობენ. მეიჯერელ საქართველო 6 განსხვავებულ პროექტს ახორციელებს.

ჩვენი რესპონდენტი კომპანია მეიჯერელის ელექტრონული კომერციის პროექტის მენეჯერი ლაშა ჭანკვეტაძეა, რომელმაც მუშაობა მეიჯერელში თავდაპირველად, კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლის პოზიციაზე დაიწყო.

M: მეიჯერელში როგორ მოხვდითრამ დაგაინტერესათ ყველაზე მეტად?

გერმანიიდან საქართველოში დროებით დავბრუნდი, სწორედ ამ დროს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, მეიჯერელ საქართველოს ვაკანსია – მომსახურების წარმომადგენლის პოზიციაზე. იმ დროს უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და ზუსტად არ ვიცოდი, თუ რა მიმართულებით მინდოდა გამეგრძელებინა ჩემი კარიერა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ბედი მეცადა და შევუერთდი მეიჯერელ საქართველოს გუნდს. კომპანია საქართველოში ახალი დაფუძნებული იყო და ფაქტობრივად მაშინ იდგამდა ფეხს, ალბათ ამ ფაქტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება გასაუბრებაზე – რადგან ერთია შეინარჩუნო უკვე აწყობილი სტურუქტურა, და მეორეა თავად განავითარო ყველა საჭირო პროცესები. ჩემი მთავარი მოტივაციაც თავიდან სწორედ ამ ფაქტს ეფუძნებოდა.

M: რა გზა განვლეთ საწყისი პოზიციიდან დღევანდლამდე?

ჩემი კარიერული განვითარება კომპანიაში საკმაოდ საინტერესო იყო, რადგან 3 წლის განმავლობაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი საფეხური გადავდგი იმისთვის, რომ მაღალ პოზიციაზე აღმოვჩენილიყავი. როგორც უკვე აღვნიშნე, თავდაპირველად მუშაობა ელექტრონული კომერციის პროექტის მომსახურების წარმომადგენლად დავიწყე, ვეხმარებოდი გერმანელ მომხმარებლებს პრობლემების მოგვარებაში, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში, შემდეგ გავხდი ჯგუფის მენეჯერი და 20 ადამიანის მართვა დამევალა, რაც თავდაპირველად საკმაოდ რთულად მიმაჩნდა, რადგან ამ პოზიციის მიზანი ადამიანების მოტივაციასა და მათ სწორ მუშაობას უკავშირდებოდა. 1 წლის შემდეგ, გავხდი ამავე პროექტის, რითეილის ოპერაციების მენეჯერი და უკვე 200-მდე თანამშრომელი მექვემდებარებოდა.

დღეს უკვე მეიჯერელ საქართველოს ელექტრონული კომერციის პროექტის მენეჯერი ვარ, ჩემს დაქვემდებარებაში არის ორი პროექტი, რითეილი და ტექნიკური დახმარების ჯგუფი – „გაესაუბრე ექსპერტს“. ჩვენი პროექტი არის უნიკალური, რადგან მომხმარებლებს გერმანულ ენაზე ვუწევთ დახმარებას და პრობლემის გადაჭრის ინოვაციურ გზებს ვთავაზობთ. ჩემი მთავარი ფუნქცია დაგეგმვა, გუნდის მართვა და კონტროლია. გუნდისა, რომელშიც როგორც კლიენტთა მომსახურების სფეროს წარმომადგენლები, ასევე მათი მენეჯერები და ხარისხის გუნდი, ოპერაციების მენეჯერები ერთიანდებიან. ჩემს ფუნქციებში შედის ოპერაციული და ხარისხის პროცედურების გაძლიერება, სხვადასხვა დეპარტამენტთან მჭიდრო მუშაობა, ყოველდღიური სატელეფონო წარმოების, სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებების მიღება, კლიენტთან კომუნიკაცია, რეპორტინგი და ინფორმაციის მიწოდება. კომპანიის წინაშე პასუხს ვაგებ ჩემს გუნდზე და მათ კეთილდღეობაზე.

ლაშა ჭანკვეტაძე

M: რა სირთულეები გადალახეთრათა ამჟამინდელი პოზიციისთვის მიგეღწიათ?

ვფიქრობ, არ არსებობს სამსახური სტრესის გარეშე, და რაც უფრო მაღალი პოზიციისკენ მიისწრაფვი, მით უფრო მატულობს პასუხისმგებლობა და მასთან ერთად ახალი გამოწვევებიც. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე იყო, ადამიანების მართვა და ინდივიდუალური მიდგომების მონახვა თითოეულთან. დამეთანხმებით, როდესაც 500 ადამიანი დგას შენ უკან, ძალიან რთულია მაქსიმალურად სწორად წარმართო შენი საქმე ისე, რომ შედეგი მათზე ცუდად არ აისახოს. თუმცაღა, ის, რასაც მეიჯერელი თითოეულ თანამშრომელს სთავაზობს, არის მეგობრული გარემო, სადაც ყოველთვის გვერდში დაგიდგებიან და დაგეხმარებიან ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებაში. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.

M: ახლანდელ პოზიციაზეც გვიამბეთ – რას აკეთებთ მეიჯერელში?

ამჟამად ვარ ელექტრონული კომერციის პროექტის მენეჯერი. ეს არის პირველი და ყველაზე დიდი პროექტი მეიჯერელ საქართველოში, რომელიც აერთიანებს 500 თანამშრომელს, რომლებიც ნაწილდებიან 2 ქალაქსა და 2 ქვეგანყოფილებაზე – „გაესაუბრე ექსპერტს“ და რითეილს. ჩემს დაქვემდებარებაშია ოპერაციების, ხარისხის, დაგეგმარებისა და რეპორტინგის გუნდები.

M: პროფესიით იურისტი ხართ. თუ ფიქრობთ, რომ საქმიანობა თქვენი პროფესიით განაგრძოთ? 

პროფესიით ნამდვილად იურისტი ვარ, და თავდაპირველად, როდესაც ამ კუთხით ვსწავლობდი, ვფიქრობდი, რომ ამ მიმართულებით გამეგრძელებინა მუშაობა, თუმცა ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გეგმავ.

რა მოგწონს მეიჯერელში?

📣 გაიცანით, ლაშა ჭანკვეტაძე – ის მეიჯერელ საქართველოს გუნდს 2016 წელს შემოუერთდა და რამდენიმე ეტაპი გაიარა, ვიდრე ელექტრონული კომერციის პროექტის მენეჯერი გახდებოდა.😎შემოგვიერთდი: https://bit.ly/31SJGVS#MajorelGeorgia #Driventogofurther #ორიენტირებულიწინსვლაზე

Gepostet von Majorel Georgia am Dienstag, 5. November 2019

M: როგორც ვიდეოში საუბრობთ, მეიჯერელში იმდენად კარგი პირობები დაგხვდათ, რომ წასვლა გადაიფიქრეთ. რამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად?

კომპანიამ პირველივე დღიდან მომხიბლა, რადგან აქ დამხვდა ის გარემო, რომელიც ალბათ საქართველოს დასაქმების ბაზარზე არც თუ ისე ხშირია. ადამიანები, პროცესები, მიდგომები ყველაფერი განსხვავებულია, აქ შენ არ ხარ ჩვეულებრივი მუშაკი, არამედ შენ ერთი დიდი გუნდის წევრი ხარ, სადაც თავად იღებ პასუხისმგებლობას იმ საქმეზე, რასაც აკეთებ და რაც მთავარია, არ ხდება საქმის მიკრომენეჯმენტი.

გარდა ამისა, ალბათ ისიც მნიშვნელოვანია, რომ მეიჯერელში გაქვს შესაძლებლობა, მიიღო საერთაშორისო გამოცდილება, რადგან შენი ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, გიწევს ბევრ უცხოელ პარტნიორთან,  ან კოლეგასთან ურთიერთობა, რაც განსხვავებულ შეხედულებას გიქმნის, და კიდევ უფრო გეხმარება რაღაც ახლის აღმოჩენაში.

მაგრამ, ალბათ ყველაზე მნიშნველოვანი, რაც ამ კომპანიამ მომცა, არის სწრაფი განვითარების შანსი, სამ წელიწადში 4 პოზიცია გავიარე და არასდროს მიგრძვნია, რომ ერთ ადგილზე გავჩერდი – ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც დასაქმებულისთვის. ამით ვგრძნობ, რომ ჩემი თითოეული ნაბიჯი არის დაფასებული.

M: როდესაც საუბრობთ თანამშრომლებზე ზრუნვაზე, რას გულისხმობთ? როგორია თანამშრომლებზე ზრუნვა მეიჯერელში?

კომპანიისთვის პრიორიტეტულია თანამშრომლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა, სწორედ ამიტომ მუდმივად ზრუნავს მათ სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე. კომპანია თითოეულ თანამშრომელს სთავაზობს მრავალფეროვანი ბენეფიტების ნაკრებს – როგორიცაა, ტრენინგები და პიროვნული განვითარება, დაზღვევა, საღამოს საათებში ტრანსპორტირება, წლის განამავლობაში სახალისო აქტობვობები, კინო ჩვენების საღამოები, ხილის და ნაყინის დღეები ოფისში და მრავალი სხვა.

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ კომპანიაში დამკვიდრებულია თანამედროვე მმართველობის სტილი, დირექტორი და თითოეული თანამშრომელი, ერთმანეთს მიმართავენ შენობით, ყველა პოზიციის ადამიანისთვის კარი ყოველთვის ღიაა და მენეჯმენტი მუდამ მზად არის მოისმინონ მათი აზრი.

 

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა