in

„შემოქმედებითი ინდუსტრიების მეფინგის მხარდაჭერა საქართველოში“ – პროექტის და ახალი კვლევის შედეგების შესახებ

ამ პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა კვლევა ბათუმისა და ფოთის თეატრების კომერციულ და ინტერნაციონალურ პოტენციალზე

ბრიტანეთის საბჭო საქართველოში მორიგ საინტერესო პროექტს ახორციელებს – „შემოქმედებითი ინდუსტრიების მეფინგის მხარდაჭერა საქართველოში“ მათი ახალი პროგრამაა, რომლის მიზანიც, საქართველოში, შემოქმედებით სფეროებში კვლევის უნარების განვითარება და შესაბამისი აქტივობების განხორციელებაა.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტის პარტნიორებთან, „შემოქმედებით საქართველოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“, – ამბობს მაია დარჩია, ხელოვნების პროგრამის მენეჯერი.

ბრიტანეთის საბჭო, ამ პროგრამის ფარგლებში, მაღალი პროფესიონალური რეპუტაციის მქონე საკონსულტაციო კრეატიულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ეს კომპანია  საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორში, 2021 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში, ჩაატარებს კვლევას და მოამზადებს მეფინგის აქტივობების განხორციელებისას გასათვალისწინებელ ძირითადი რეკომენდაციებს.

პროექტი შესაძლებლობას აძლევს ბრიტანულ საკონსულტაციო ორგანიზაციას და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ადგილობრივი ინსტიტუციების კონსორციუმს, ითანამშრომლონ და ერთობლივად მოამზადონ  შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორში განსახორციელებელი კვლევის და მეფინგის ზოგადი რეკომენდაციები.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის საბჭო თანამშრომლობს ქართველ ექსპერტებთან და პროფესიონალებთან,  სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია კვლევა  „საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქების (ბათუმი, ფოთი) კომერციული და ინტერნაციონალური პოტენციალი საშემსრულებლო ხელოვნებაში (თეატრები და თეატრალური ფესტივალები) 2018-2020 წლების მაგალითზე“.

ამ კვლევასთან დაკავშირებით „მარკეტერი“ თეატრის მკვლევარს, „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ასოცირებულ პროფესორს,  „თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის“ დირექტორს, ლაშა ჩხარტიშვილს ესაუბრა.

ლაშა ჩხარტიშვილი

როგორ გაჩნდა ამ კვლევის ჩატარების იდეა

ლაშა ჩხარტიშვილი: კვლევის იდეა და საკვლევი თემა თავად „შემოქმედებითმა საქართველომ“ შემოგვთავაზა. ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად, გამოცხადდა კონკურსი სამი მიმართულებით. ჩვენი სამუშაო ჯგუფი შეჩერდა კომერციალიზაციის და ინტერნაციონალიზაციის პრობლემაზე საშემსრულებლო ხელოვნებაში, ავირჩიეთ ორი შავიზღვისპირა ქალაქი – ფოთი და ბათუმი, რადგან ტურისტული რეგიონებიცაა და თან, ამ ორ ქალაქში ორი საერთაშორისო ფესტივალი ტარდება.

კვლევის შედეგად პრობლემები კიდევ უფრო გამოიკვეთებოდა. თქვენ რომელ მათგანზე გაამახვილებდით ყურადღებას

პრობლემები ბევრია, მათ შორის, მთავარი ისაა, რომ არ არის კონკურენტუნარიანი გარემო, არ არსებობს მოტივაცია განვითარებისთვის. შესაბამისად, არც კომერციალიზაციის საკითხი დგას. აი, საერთაშორისო მიმართულებით მეტი ინიციატივაა, ეტყობა, ქართული თეატრი იმდენად თვითმყოფადია, რომ ის ინტერესს იწვევს საერთაშორისო ფესტივალებზე.

კვლევა, სავარაუდოდ, გამოკვეთდა ამ პრობლემების მიზეზებსა და დაძლევის გზებსაც . . 

მთავარი ის არის, რომ, მონდომების შემთხვევაში, ყველა პრობლემის გადაჭრა შეიძლება, ეტაპობრივად. კვლევამ აჩვენა, რომ კულტურის სფეროს მართვის და სტრუქტურის სისტემაა შესაცვლელი, რაც აფერხებს ხელოვნების დარგების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას. კვლევა გამოიცა ელექტრონული ფორმით და ის ხელმისაწვდომია ყველასთვის, შეუზღუდავად, „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა“ და „ქართული თეატრის ელექტრონული არქივის“ ვებგვერდებზე.

 

[პარტნიორის კონტენტი]

Microsoft Word-ს “პროგნოზული წერის” ფუნქცია ემატება

როგორ ავირიდოთ თავიდან თანამშრომლების “გადაწვა”?