in

ლაშა გიორგაძემ სამსახური იპოვა! – საინტერესო ქეისი სოციალური ქსელის შესაძლებლობებზე

გრაფიკულმა დიზაინერმა, ლაშა გიორგაძემ სააგენტო Saatchi&Saatchi-დან DDB Betterfly-ში გადაინაცვლა. ამ ამბავში საინტერესო, გარდა იმისა, რომ ცვლილებებია ქართულ სააგენტოებში, არის ის გამოცდილება, რომელიც ლაშამ ტრანსფერის პროცესში მიიღო და ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, ვინმესთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდეს:

მას შემდეგ, რაც ახალი სამსახურის ძიებას შეუდგა, სფეროს სხვადასხვა პროფესიონალებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარა და ატყობინებდა, რომ სამსახურს ეძებდა. ერთ-ერთი ასეთი დიალოგის დროს, დავით კუპატაძემ ურჩია, რომ საჯარო პოსტი დაედო და სამუშაოს ძებნა ასე გაეგრძელებინა.

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ამბავი ასე განვითარდა:

13 მაისს, ლაშამ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე, თავისივე ფონტით აწყობილი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იუწყებოდა: „ვეძებ ახალ სამსახურს!“ და აღწერაში, ნამუშევრების ბმულიც თან დაურთო.

სხვებთან ერთად, პოსტი აკო ახალაიამაც გააზიარა და როგორც ლაშა გიორგაძე ამბობს, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სხვადასხვა კომპანიიდან შემოთავაზებები, მათ შორის: East Point-დან, WINDFOR’S-დან, „თიბისიდან“, Betterfly-დან…

და ვინაიდან, ყველაზე მეტად, DDB Betterfly-ს პირობები აღმოჩნდა ლაშას ინტერესებთან თანხვედრაში, ამ ამბავსაც მოვესწარით:

დასასრულ, აღვნიშნავდით სოციალური ქსელებისა და სიტყვის ძალაზე და აქვე, ხაზს გავუსვამდით სოციალურ ქსელებს, როგორც კადრებისა და სამსახურის მაძიებელთა დამაკავშირებელ ერთ-ერთ საინტერესო პლატფორმას.

რა ვქნათ, თუკი სამსახური უაზროდ გვეჩვენება?

“რა გინდა გამოხვიდე?” – როგორ პასუხობენ ბავშვები სხვადასხვა ათწლეულიდან