in

ლაშა კაკაშვილი – გაიცანი წარმატებული სტეპერები

ლაშა, გვიამბე რა სპეციალობაზე სწავლობდი სტეპში და რომელ წელს დაასრულე?

IT აკადემია STEP-ში სწავლა 2022 წელს დავიწყე და გავიარე სტეპის ვებდეველოპმენტის კურსები. ამ კურსების სწავლა 2023 წელს დავასრულე. სტეპის კურსმა, პირველ რიგში, იმის საშუალება მომცა, რომ ჩემი ჰობი მეპოვა. სწორედ ეს ჰობი იქცა შემდეგ უკვე ჩემს პროფესიად და ახლაც კარიერის განვითარების პროცესში ვარ.

რომელ კომპანიაში მუშაობ ახლა და რა პოზიციაზე? რა დავალებებს მოიცავს შენი საქმიანობა?

 ამ დროისთვის ვმუშაობ ჩემივე კომპანიაში – “500ml”, სადაც CTO-ს პოზიციას ვიკავებ. ჩემს მოვალეობებში შედის:

  • პროექტისთვის სწორი ტექნოლოგიების არჩევა
  • გუნდის დაკომპლექტება და პროექტებზე გადანაწილება
  • კლიენტებთან კომუნიკაცია
  • კლიენტის იდეისა და მოთხოვნების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში კორექტირებების შეტანა
  • იდეის გაციფრულებისთვის შესაბამისი გარემოს მომზადება
  • დეველოპერების გუნდთან აქტიურ კომუნიკაცია
  • პროექტის სპეციფიკების გაცნობა

გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე, IT აკადემია STEP-ში უკვე მაქვს პროგრამირების ჩემი კურსები, რაც მაძლევს მუდმივი განვითარების შესაძლებლობას. გარდა ამისა, საკუთარი ცოდნის გაზიარება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

ყველაზე მეტად რომელი პროექტით ამაყობ, რომელზეც გიმუშავია?

ყველაზე საამაყოდ მაინც ჩემი პირველი პროექტი რჩება, საიდანაც, რეალურად, დაიწყო ჩემი კარიერა. სწორედ პირველი პროექტი და პირველი გუნდია ის გარდამტეხი ფაქტორი, რამაც გადამაწყვეტინა ამ ინდუსტრიაში საკუთარი თავის განვითარება.

პირველი პროექტიდან მივიღე ყველაზე დიდი გამოცდილება, რადგან თავიდან, ბუნებრივია, ყველაფერი იდეალურად არ გამოგივა და მქონდა ბევრი შეცდომის დაშვების საშუალება.

რა როლი ითამაშა IT აკადემია STEP-მა შენს ცხოვრებაში?

 IT აკადემია STEP-მა ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშა, რადგან აქედან დაიწყო ყველაფერი. სტეპმა ცოდნასთან ერთად მომცა იმის საშუალება, რომ სასწავლო გარემოში გამეცნო ის ადამიანები, რომლებსაც ისეთივე ინტერესები აქვთ, რაც მე. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია კარიერული ზრდისთვის. აქედან გამომდინარე, IT აკადემია STEP-მა ჩემს კარიერულ განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

რა რჩევას მისცემდი ახლანდელ სტეპერებს?

 სტეპის ახლანდელი სტუდენტებისთვის ერთი რჩევა მექნება – ნუ შეეშინდებათ სიახლეების. არ აქვს მნიშვნელობა, თბილისში ცხოვრობ თუ სხვა ქალაქში. ყველა რაიონიდან და ყველა ქალაქიდან შეძლებ IT პროფესიის დაუფლებას, რის საშუალებასაც სტეპის ონლაინკურსები იძლევა. არც იმას აქვს მნიშვნელობა, მანამდე გქონია შეხება თუ არა ტექნოლოგიებთან, შენი საყვარელი პროფესიის ათვისებისთვის მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო – ეს არის მონდომება.

[პარტნიორის კონტენტი]

SoundCloud – პლატფორმა, რომელმაც მსოფლიოს 13 წლის ბილი აილიში და სხვა არტისტები გააცნო

Amadeo — რამდენიმე თვის წინ გაჩენილი იდეა დღეს ბიზნესებს ფინანსურ ანალიტიკას უმარტივებს