in

„ბილაინს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს  

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, „ბილაინმა“ ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შესახებ განაცხადა. კომპანიას დღეიდან ლაშა ტაბიძე უხელმძღვანელებს. ის, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ბიზნესის აღმასრულებელია, მათ შორის ბოლო, 10 წელი ტელეკომუნიკაციების სექტორში გაატარა.

bog
bog-mob

გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე, ლაშა ტაბიძეს „ბილაინში“ ბიზნესოპერაციების დირექტორისა და კომერციული დირექტორის პოზიციები ეკავა. ანჯეი მალინოვსკი, რომელიც „ბილაინს“, თითქმის, 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ვიონი“ ჯგუფში შემავალი კომპანიის, „ბილაინი უზბეკეთი“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

ლაშა ტაბიძის საქმიანობა „ბილაინში“ 2011 წელს დაიწყო, როდესაც, გუნდს, კომერციული დირექტორის რანგში შეუერთდა, 2018 წელს ბიზნესოპერაციების დირექტორი გახდა. მანამდე იყო „სს სარაჯიშვილის“ კომერციული დირექტორი, უფრო ადრე კი სხვადასხვა კომპანიაში, წამყვან, მათ შორის ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

 

[R]

Clubhouse კონტენტის შემქმნელებისთვის განკუთვნილ პროგრამას ქმნის

„აჭარაბეთი“ განაგრძობს სპორტის მხარდაჭერას