in

„კრისტალბეთმა“ ლაშა ტალახაძეს Mustang GT500 აჩუქა

საქართველოში დაბრუნებულ ლაშა ტალახაძეს Crystalbet-მა უახლესი Ford Mustang GT 5.0 აჩუქა. ავტომობილს სახელობითი ნომერი ექნება – Number1. კომპანია ოლიმპიურ ჩემპიონის გენერალური სპონსორია და მათი ურთიერთობა ამ ერთჯერადი ღონისძიებით არ შემოიფარგლება.

Tokyo 2020-ზე, ქართველი გულშემატკივარი ლაშა ტალახაძის გამოსვლას განსაკუთრებით ელოდა. მან, რა თქმა უნდა, ოლიმპიური ოქროს მედალი არავის დაუთმო. ლაშა ტალახაძემ დასრულებულ ოლიმპიურ თამაშებზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ქართველ გულშემატკივარს სიურპრიზები შესთავაზა – ძალოსანმა ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ იზეიმა და თან, სამი,  ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ ჩემპიონისთვის სარეკორდო წონები შეარჩია (223 კგ, 265 კგ, 488 კგ), რაც ლაშა ტალახაძემ უპრობლემოდ დასძლია.

 

[R]

წაახალისეთ თქვენი თანამშრომლები, რათა კრიტიკული უკუკავშირი მოგაწოდონ

მამაკაცი მეორე მსოფლიო ომის გერმანული ტანკის ფლობისთვის $293 972-ით დაჯარიმდა!