10
Sep
2019

როდის გარეცხოს სარეცხი ამერიკამ? – Tide-ის კამპანია

10 Sep 2019

Elit Electronics


გინდა ფეხბურთს თვალი მიადევნო, მაგრამ სარეცხი გაქვს გასარეცხი? მნიშვნელოვანი მომენტები ხომ სწორედ იმ დროს ემთხვევა, როცა ტელევიზორს მოვცილდებით ხოლმე. აშშ-ში, საფეხბურთო სეზონის გახურებასთან ერთად, Tide-მა კამპანია წამოიწყო. რაკი მატჩებიც და სარეცხის რეცხვის დღეც კვირაობით ემთხვევა, ფეხბურთის ეროვნულმა ლიგამ, სარეცხის დღედ სამშაბათი გამოაცხადა. თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, იმ შოუებს რა ვუყოთ, რომლებსაც ამერიკელები სამშაბათობით უყურებენ, მაგალითად The Voice-ს? ვინ გაიმარჯვებს? როდის გარეცხავს სარეცხს ამერიკა? ნახეთ რეკლამაში, რომელზეც სააგენტომ Saatchi & Saatchi New York იმუშავა.

 

 

განხილვა