in

ისტორიული სახეები ღვინის ეტიკეტზე — Lauran Cabaret-ის შეფუთვა

ამ ამბავს L’Agence des Coteaux გვიყვება და გვეუბნება, რომ Lauran Cabaret-ის ვენახების ისტორიასა და წარმომავლობაზე ხაზგასასმელად მეღვინეობის ისტორიულ ფიგურებს მიაგეს პატივი. ასე ღვინოების ხასიათსაც გაუსვეს ხაზი და ისინი პირდაპირ ეტიკეტზე შემოგვთავაზეს.

BOG
BOG

თუმცა აქ მთავარი მხოლოდ ისტორიული სახეები კი არა, იდეაა, რომელიც ეკომეგობრულობას ეფუძნება. თუ სააგენტოს წარსულსაც გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ისინი გარემოსდაცვით საკითხებზე აკეთებენ ყოველთვის აქცენტს. სურთ, მხარი დაუჭირონ თავიანთ მომხმარებლებსა და ბრენდებს ეკოლოგიურად პასუხისმგებლობიანი მიდგომით, იმუშაონ მათთან ერთად, რათა მდგრადი შეფუთვის გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. აქ კი, არც Lauran Cabaret იყო გამონაკლისი. 

ოღონდ ეს უბრალო სიტყვები არ გეგონოთ, სააგენტო მომმარაგებლებთან მჭიდროდ თანამშრომლობს, იქნება ეს მინის მწარმოებლები, ქაღალდისა თუ სხვა. ერთად შეისწავლიან თითოეული კომპონენტის ეკოლოგიურ გავლენას. მოკლედ, მათთვის სილამაზის შექმნა რაღაც მნიშვნელობას ემსახურება და სწორედ ამას ვხედავთ Lauran Cabaret-ის ეტიკეტზეც — ქაღალდისგანაა დამზადებული, მელნის გამოყენებაც მინიმუმამდე აქვთ შემცირებული, ოქროსფერი დეტალები კი მას თითქოს პრემიუმ შეგრძნებას აძლევს.


მართალია, ბევრს არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ კონკრეტულად, ვინ არიან ეს ისტორიული ფიგურები, მაგრამ ასე ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შანსი ნამდვილად აქვთ…

ნახეთ: ფილმი, რომელიც Apple-მა ჩინური ახალი წლისთვის iPhone 16 Pro-თი გადაიღო

რა გავითვალისწინოთ ვაკანსიის აღწერილობის დაწერისას