in

კონკურსი ყავის მომზადების საუკეთესო ტექნიკაში – „მოქსიში“ Lavazza Barista Challenge ჩატარდა

8 ნოემბერს, თბილისში მდებარე სასტუმრო „მოქსიში“ „ლავაცას“ ყავის ოფიციალური წარმომადგენლის, „შპს „ჯიდიელის“-ის ორგანიზებით „Lavazza Barista Challenge“ ჩატარდა.

აღნიშნული კონკურსი მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე წელია რაც ორგანიზდება, თუმცა საქართველოში წელს პირველად ჩატარდა და ამიერიდან ყოველ წლიურად გაიმართება.

ეს არის მარტივი შეჯიბრი, რომელიც აერთიანებს ყველაზე კრეატიულ, ნიჭიერ და გამოვნებიან ბარისტებს, რომლის დროსაც მონაწილეებს შეუძლიათ გამოავლინონ ყავის მოზადების მრავალფეროვანი ტექნიკა, შემოქმედებითი გამბედაობა და ზოგადად, სიყვარული ყავის სასმელის დახვეწილი ხელოვნებისადმი.

ღონისძიებაში მთელი ქვეყნიდან ოცამდე გამორჩეულმა ბარისტამ მიიღო მონაწილეობა და შესაბამისად გამოვლიდნენ გამარჯვებულებიც, რომელთაგან საუკეთესოც 2024 წლის მარტში, ქალაქ ტურინში, ბარისტების მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას – აქ უკვე  სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული წარმომადგენლები „მსოფლიოს საუკეთესო ბარისტა 2024“-ის ტიტულის მოსაპოვებლად შეეჯირებიან ერთმანეთს.

[R]

ჰაპტიკური ხელთათმანით ვირტუალურ სამყაროს შეიგრძნობთ!

„კენარი“ 19 წლის იუბილეს აღნიშნავს!