ერთი ჭიქა ყავის მოსადუღებლად წყალი და ყავის მარცვლებიც საკმარისია. ეს ყველა ჩვენგანს შეუძლია და დილასაც, ალბათ, ბევრი ვიწყებთ ამ პროცედურით, თუმცა ნამდვილი ყავის მომზადება ერთგვარი ხელოვნებაა, რადგან არსებობს უფრო სიღრმისეული მიდგომა, რომელიც მხოლოდ ბარისტებმა იციან. ტექნიკურ უნარებთან ერთად კი მათ საკუთარი იმპროვიზაციაც ეხმარებათ.
Lavazza Barista Challenge – არის შეჯიბრი, რომელიც აერთიანებს ყველაზე ნიჭიერ, ყველაზე კრეატიულ, ყველაზე გემოვნებიან ბარისტებს მთელ მსოფლიოში. ამ დღეს ყველა მონაწილეს შეუძლია, გამოავლინოს ყავის მომზადების მრავალფეროვანი ტექნიკის ცოდნა, შემოქმედებითი გამბედაობა და, ზოგადად, სიყვარული ყავის სასმელების დახვეწილი ხელოვნებისადმი.
საქართველოში „ლავაცას“ ოფიციალური წარმომადგენლის, შპს „ჯიდიელის“ ორგანიზებით, ბარისტების შორის რიგით მეორე ჩემპიონატი თბილისში, FIAT-ის ცენტრში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ოცამდე გამორჩეულმა ბარისტამ ქვეყნის მასშტაბით.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მათგან საუკეთესო კი 2025 წლის მარტში ქალაქ ტურინში გაემგზავრება. სწორედ იქ გაიმართება ბარისტების მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული წარმომადგენლები „მსოფლიოს საუკეთესო ბარისტა 2025-ის” ტიტულის მოსაპოვებლად შეეჯირებიან ერთმანეთს.
[პარტნიორის კონტენტი]