in

თბილისში Lavazza Barista Challenge-ის გამარჯვებული გამოვლინდა

თბილისში გაიმართა Lavazza Barista Challenge-ის რიგით მესამე ჩემპიონატი, სადაც ქვეყნის მასშტაბით შერჩეული ოცამდე გამორჩეული ბარისტა ერთმანეთს ტექნიკაში, კრეატიულობასა და ყავის ხელოვნების უნიკალურ ინტერპრეტაციაში შეეჯიბრა. ღონისძიება რესტორან „ფუნიკულიორის“ სივრცეში ჩატარდა და გამარჯვებულებიც უკვე ცნობილია. საუკეთესო მონაწილე 2026 წლის აპრილში გაემგზავრება ქალაქ ტურინში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ პროფესიონალებთან ერთად „მსოფლიოს საუკეთესო ბარისტა 2026-ის“ ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

„Lavazza Barista Challenge“ არის საერთაშორისო მასშტაბის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ყველაზე ნიჭიერ, კრეატიულ და უნიკალური გემოვნების მქონე ბარისტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. შეჯიბრი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, წარმოაჩინონ ყავის მომზადების მრავალფეროვანი ტექნიკის ცოდნა, შემოქმედებითი გამბედაობა და ის ხელოვნება, რომელიც მათ მომზადებულ უნიკალურ ყავის სასმელებში იკვეთება. ქართველი ბარისტაც სწორედ ამ შეჯიბრში კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის თავს.

[R]

მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ლიდერმა კრიზისის შემდეგ უნდა გაითვალისწინოს მენეჯმენტში

Cryptal-ის აპლიკაციის დიდი განახლება