11
Apr
2019

ჯენიფერ ლოურენსი Dior-ის ახალი კოლექციის სახეა

11 Apr 2019

ოსკარის მფლობელი, ამერიკელი კინოვარსკვლავი ჯენიფერ ლოურენსი Dior-ის ახალი კოლექციის სახე გახდა.

მსახიობმა 2019 წლის წინა-საშემოდგომო კოლექცია წარადგინა და ფოტოსესიაში მიიღო მონაწიელობა.

როგორც Dior-ის სახლის წარმომადგენლები ამბობენ, ახალი კოლექციის შთაგონების წყარო უკრაინელი მხატვარ – აბსტრაქციონისტის, სონი დელონეს ნამუშევრები გახდა.

კოლექციის სარეკლამო კამპანიისთვის ფოტოები ფრანგმა ფოტოგრაფმა და არტ – დირექტორმა ფაბიენ ბარონმა გადაიღო.

როგორ ჩანს, 2019 წლის შემოდგომაზე მოდაში პასტელის ფერები, ჯინსის შლაქესები და დალიანდაგებული პალტოები იქნება. ჯენიფერ ლოურენსს, კამპანიისთვის გადაღებულ ფოტოებში, სწორედ ასეთი სამოსი აცვია.

აღსანიშნავია, რომ ეს Dior-ის სახლისა და ჯენიფერ ლოურენსის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის – მსახიობი ბრენდის სარეკლამო კამპანიებში გასულ წლებშიც მონაწილეობდა.

განხილვა