Lay’s, ბრენდი, რომლის რეკლამებშიც არაერთხელ გვინახავს ლიონელ მესი, ამჯერად „ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს“ (G.O.A.T: Greatest Of All Time) ამერიკაში კრეატიული და მასშტაბური კამპანიით ხვდება. უფრო კონკრეტულად, ბრენდის წარმომადგენლებმა ასობით თხა შეკრიბეს, როგორც იდეისა და აზრის სიმბოლური გამოხატულება…
სააგენტო D3-ის მიერ შექმნილი მოკლე ვიდეორგოლი ფერმერის ჩვენებით იწყება, რომელიც თავისი პირუტყვითაა გარშემორტყმული. როდესაც კამერა გაშლილ ველზე გადადის, მაყურებელი 807 თხას ხედავს — კერძოდ, ამ 807 თხისგან შექმნილ სახეს, რომელიც მესისას წააგავს.
მართალია, რეკლამა მესის პირველ ამერიკულ თამაშამდე გადაიღეს, მაგრამ Lay’s-მა სწრაფადვე დაამატა ერთი თხა, რათა 808 გოლთან შესაბამისობაში ყოფილიყო.