in

Lay’s-მა ქალი კომენტატორების მხარდასაჭერად სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა

მიუხედავად მრავალი წარმატებისა, ქალთა ფეხბურთი, მათი მონაწილეობა მატჩებში, მოედანსა თუ მის მიღმა, მაინც მწვავე დებატების საგანია. ამიტომ, Lay’s-მა, რომელიც ქალთა UCL-ის სპონსორიც გახლდათ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, სოციალური ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. სურდათ, ხაზი გაესვათ ქალთა პატივისცემის გაძლიერების საჭიროებაზე ფეხბურთსა თუ მის მიღმა არსებულ სფეროში. ამიტომ, Undercover Commentator-ის კამპანია შემოგვთავაზეს.

BOG

ჟურნალისტმა ელეინ ტრევისანმა 26 მარტის ამხანაგური მატჩი რადიოსა და YouTube-ის პირდაპირ ეთერში წაიყვანა. თუმცა ქალის ხმით კი არა, ხელოვნური ინტელექტი დაიხმარეს და მამაკაცის ხმით ჩაანაცვლეს, ელიასიც კი უწოდეს და ზუსტად ისე ხდებოდა ყველაფერი, თითქოს კაცი კომენტატორი იყო. თამაშიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი ელეინმა სიმართლე სოციალურ ქსელში ვიდეოს საშუალებით გააჟღერა. 

მე არ ვარ ელიასი. მე ვარ ელეინ ტრევისანი, ჟურნალისტი 14-წლიანი გამოცდილებით და ლეისმა მომიწვია მე სოციალური ექსპერიმენტის ჩასატარებლად ფეხბურთში. სოციალურ მედიაში ელიასის ვიდეოს ქვეშ კომენტარების ანალიზით, შევამჩნიე, რომ სულაც არ აკრიტიკებდა მას ბევრი ადამიანი ისე, როგორც ხდება ჩვეულებრივ, როცა მე ვარ კომენტატორი. ჩვენ დღეს აქ ვართ იმისათვის, რათა გაჩვენოთ, როგორ გვეპყრობიან ქალებს სპორტის მაუწყებლობისას და, რა თქმა უნდა, მის გარეთაც. ჩვენ ვართ ქალები, რომლებიც ფეხბურთზე საუბრობენ, რადგან ბევრი რამ ვიცით, გასაგებია?, — ამბობს ელეინი.

Undercover Commentator-ის კამპანიაზე AlmapBBDO-ს სააგენტომ იმუშავა. 

როგორ წარვმართოთ ახალი თანამშრომლების ორგანიზაციასთან ადაპტირება, მათი გადაღლის გარეშე?

,,აჩუქე წიგნი’’ – ბიბლუსის ყოველწლიური კამპანია