in

Lay’s-მა თქვენი თითებისთვის სარეცხი მანქანა შექმნა

სამუშაო მაგიდასთან ან საწოლში ჩიფსების ჭამა, ოღონდ ისე, რომ თქვენი თითებით რაიმე არ დასვაროთ, ნამდვილად გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, Lay’s თქვენი თითების გასასუფთავებლად შესანიშნავ მოწყობილობას გთავაზობთ.

კარტოფილის ჩიფსების ბრენდმა არც მეტი, არც ნაკლები თქვენი თითებისთვის პატარა სარეცხი მანქანა შექმნა — Lay’s Washing Finger Machine-ის დიზაინი ჩიფსის შეფუთვას მოგაგონებთ, საკმაოდ კომპაქტურიცაა და USB-C პორტიც აქვს, რათა თქვენს დესკტოპს დაუკავშირდეს.

როგორც კი მოწყობილობა ჩიფსებით დასვრილ თითებს დაინახავს, ის მის გასასუფთავებლად ალკოჰოლს ასხურებს. ეს სითხე კი სარეცხი მანქანის ძირში არის მოთავსებული. 

უბრალოდ კონცეფცია არ გეგონოთ, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი რეალურია, მაგრამ ამჟამად მხოლოდ 5 ერთეულია ხელმისაწვდომი. თითოეულის ფასი 687 დოლარს შეადგენს. დიახ, ეს ძალიან ძვირია, იმაზე ძვირიც კი, ვიდრე ჩვეულებრივი სარეცხი მანქანები. აქ კი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, გიღირთ თუ არა ეს სუფთა თითების ფასად…

sagzaokultura.ge — „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანიის ფარგლებში ვებგვერდი შეიქმნა

ქართველი კალათბურთელების მოგზაურობის ისტორიები ქორთიარდ მარიოტის ახალ ვიდეორგოლში