(Archi) TECT’S GAMBIT – ასე ჰქვია Carpenter-ის მიერ შექმნილ ჭადრაკის ფიგურებს. ნამუშევარი ერთგვარი კონცეპტუალური შეხედულებაა მაღალსართულიან შენობებსა და შეჩერებულ ხიდებზე, რომლებიც ქალაქ ბანგკოკის ლანდშაფტის დიდ ნაწილს შეადგენს.
ვაღიაროთ, “ლაზიერის გამბიტმა” მსოფლიო მოჭადრაკეებად აქცია. მას შემდეგ, რაც Netflix-ის პოპულარული სერიალი ვიხილეთ, ბევრმა ჩვენგანმა შეიძინა ჭადრაკის დაფა და შეიძლება, სასწავლო წიგნიც კი. სწორედ აღნიშნული სერიალი გახდა Carpenter-ის შთაგონებაც. ხის ნაკეთობების კომპანიამ ჭადრაკისადმი მასობრივად გაზრდილ ინტერესს ბანგკოკის არქიტექტურის მიხედვით შექმნილი და მოჩუქურთმებული ჭადრაკის დაფით უპასუხა.

მართალია, სერიალით გამოწვეული ტალღა გარკვეული დროის შემდეგ ასე თუ ისე მინელდა, მაგრამ კომპანიამ ქალაქის მოსახლეობას ინტელექტუალური თამაშისადმი ინტერესი კონცეპტუალური ნაკეთობით შეუნარჩუნა. უფრო კონკრეტულად, ჭადრაკის დაფა და ფიგურები დიზაინერმა ვრადა სირიპონგმა თავის კოლეგა სირინშე სატუმესთან ერთად შექმნა. დაფის კონცეფციაზე საუბრისას სირიპონგი აღნიშნავს – “ეს სახალისო იყო და სრულად ჩემი პირადი ვნებიდან გამომდინარეობდა. შოუს დასრულებისთანავე, ჩემმა გონებამ მაშინვე დაიწყო პროექტის იდეებზე მუშაობა”.
ბანგკოკის ხედის ფონზე მოთამაშეებს ყველა იმ შენობის ამოცნობა შეუძლიათ, რომელთა მიხედვითაც გამოიკვეთა ფიგურები. მაგალითად, მეფისა და დედოფლის ფიგურები ქალაქის ყველაზე მაღალი შენობების ფორმებს შეესაბამება. ხოლო უშუალოდ დაფის დიზაინი ბანგკოკში დაკიდებული ხიდების მარტივ მიკრომოდელებს ეხმიანება.


















