in

“ლაზიერის გამბიტის” ეფექტი – ყოველდღიურად 100 000 ახალი ჭადრაკის მოთამაშე

Sporti
Sporti

23 ოქტომბერს ნეტფლიქსზე ახალი სერიალის The Queen’s Gambit ( ლაზიერის გამბიტი ) პრემიერა შედგა, რომელმაც გამოსვლიდან რამდენიმე დღეში უკვე მილიონობით მაყურებლის გული მოიგო. სერიალი  ამავე სახელწოდების მქონე რომანის მიხედვით გადაიღეს. The Queen’s Gambit 1983 წელს ამერიკელ მწერალ უოლტერ ტევის ავტორობით გამოქვეყნდა. სერიალში სიუჟეტი ცივი ომის პარარელურად ვითარდება, მთავარი მოქმედი პირი კი ობოლი გოგონა ბეთ ჰარმონია, რომელიც მცირე ასაკიდან ადიქციას ებრძვის, ამ ბრძოლის ფონზე გოგონა ახერხებს და მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკედ ყალიბდება. სერიალში ყველა სათამაშო პარტია და ფიგურების გადაადგილება მსახიობების მიერ რეალურად შესრულდა, Netflix-მა სპეციალური კონსულტაციები გარი კასპაროვთან  გაიარა, რათა სიუჟეტი უფრო რეალური და კარგად აღქმადი ყოფილიყო.

ლაზიერის გამბიტი (The Queen’s Gambit) 62 მილიონი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე ნახვადი მინისერიალი გახდა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით სერიალი უმეტეს ქვეყნებში რეიტინგით პირველ ადგილს იკავებს. მინისერიალის პოპულარუობამ საინტერესო პროცესები გამოიწვია, Google-ს ცნობით, მის საძიებო სისტემებში ჭადრაკის ძებნის რაოდენობა თითქმის გასამმაგდა, Ebay.com-ზე საოცარი სისწრაფით გაიზარდა ჭადრაკის ნაკრებებზე მოთხოვნა და ყიდვის პროცენტი, ხოლო ჭადრაკის ონლაინ პლატფორმა Chess.com-ზე ყოველდღიურად ახალი მოთამაშეების რეგისტრაცია 100 000-ს აჭარბებს, რამდენიმე დღის წინ საიტის სერვერებს პრობლემაც კი შეექმნა, რადგან სათამაშო პლატფორმაზე რეკორდული რაოდენობის მოთამაშეები დაფიქსირდა. შემთხვევა ძალიან საინტერესო და სპეციფიკურია, ფაქტია, ეს ყველაფერი სერიალის გავლენით ხდება.

“ტექნოლოგიების და ციფრული სამყაროს განვითარების შესაძლებლობები გასაოცარია, ძალიან საინტერესო მოვლენის მომსწრენი ვართ, სერიალის გამოსვლის შემდეგ ჭადრაკის მიმართ ინტერესი საოცარი სისწრაფით იზრდება, ეს ჩვენს პლატფორმაზე ახალი მოთამაშეების რეგისტრაციითაც მარტივად მტკიცდება. ნამდვილი ბუმია, ჭადრაკი საოცარი თამაშია, ეს არის აზროვნების, ანალიზის, ფიქრის და სწრაფად სწორი გადაწყვეტილებების მიღების მიქსი,”- განაცხადა Chess.com-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ერიკ ალებესთმა.

სერიალის ერთ-ერთმა ეპიზოდმა ქართველი მაყურებლის ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო, სერიალში ახსენეს ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, ოღონდ მცდარი ინფორმაციით: ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკეებთან არაერთი პარტია უთამაშია. აღნიშნულ უზუსტობას მალე გამოეხმაურა აშშ-ში საქართველოს საელჩო და საკუთარ ფეისბუქის გვერდზე პოსტი განათავსეს, სადაც 1965 წელს დიდ ბრიტანეთში ნონა გაფრინდაშვილის სტუმრობა და 28 მოთამაშესთან(მათ შორის მამაკაცებთან) პარარელურ რეჟიმში მიმდინარე თამაშის კადრია აღბეჭდილი.


გიორგი ლალიაშვილი – #პირველისამსახური

თიბისი ბიზნეს კლუბი – პლატფორმა, რომელიც ადამიანებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად შეიქმნა