ჩვენი სამუშაო რიტმი იმდენად გადატვირთულია რომ ჭკვიანური ფრაზების მოსმენას და მათ გაანალიზებას გადაღლილი გონება დიდ დროს ანდომებს. უბრალოდ, ნაცნობი ენით, ნაცნობი სიტუაციიდან გამომდინარე კოლეგიალური რჩევები უფრო იოლად აღსაღქმელია და დამამახსოვრებელი ვიდრე გაწელილი სიბრძნე.
ზარმაცი რჩევები სარეკლამო სფეროში მომუშავე ადამიანებს

- კლიენტმა უნდა იკამათოს, სააგენტომ თავისი პოზიციები დაიცვას. (არ დაგავიწყდეთ,ცემა მორევაზეა)
- ვინც “ბევრი იცის” დაბალი პენსია აქვს. (ნუ დაუთმობთ დიდ დროს სწავლა განათლებას)
- კლიენტებს უყვართ სითბო, არ მოგერიდოთ გადაღებები ეგვიპეტში ან დუბაიში დაგეგმოთ. (იაფია და ვიზაც არ გჭირდებათ)
- თვალებში უყურე და ისე მოიტყუე – კლიენტი ერთ – ორ ზედმეტ ათასს გაიმეტებს.
- როგორ უნდა გააკეთო ლუდის რეკლამა თუ სკოლის ასაკში შატალოზე მეგობრებთან ერთად არასდროს დაგილევია?
- სანამ მსახიობს არ ატირებ, მანამ ტალანტს ვერ დაინახავ, გადაღების დროს ხშირად მოსთხოვეთ ის რასაც ვერ შეასრულებენ
- რაც უფრო მეტად “გკიდია” მით უფრო პრესტიჟული ხარ.
- კლიენტს დააჯერეთ, რომ რეკლამა დიალოგია: მე დავლიე ყავა Lavazza და ისე მომეწონა რომ შენც უნდა დალიო ყავა Lavazza!!!
- არ გადადო ხვალისთვის ის რასაც ზეგაც გააკეთებ.
- თუ არსებობს იდეა დაივიწყეთ პოლიტკორექტურობა.
- შენი ყველაზე სასტიკი კონკურენტი,რომელმაც შეიძლება კლიენტი წაგართვას არის 23 წლის გოგო რომელიც არტ–დიზაინს “სწავლობდა” ლონდონში, აი ვისი უნდა გეშინოდეს.
- სამსახური უპასუხისმგებლო სიყვარულია, სხვანაირად სამსახური სამსახური არაა.
- არასდროს დახარჯოთ მთელი ფანტაზია საქმეზე, კლიენტი მაინც იტყვის, რომ რაღაც აკლია.
- ყველაზე დიდი სიბორეტე – მანიპულაციაა, დაე იყავით ბოროტი.
- შეაშინე კლიენტი კოშმარული პერსპექტივით და ყველაფერი კარგად იქნება.
- კაცი უნდა მუშაობდეს და ქალი ლამაზი იყოს. (ეს წარწერა ამობეჭდეთ, ჩასვით ჩარჩოში და ისე ჩამოკიდეთ, რომ აუცილებლად ნახონ კლიენტებმა)
- იკითხეთ ქართული “ყვითელი” ჟურნალები, განსაკუთრებით “გავიცნობ” და “გულახდილი საუბრების” რუბრიკები ფანტაზია გაგიუმჯობესდებათ.












