in

Lazarini უზარმაზარ მფრინავ იახტას ქმნის!

უზარმაზარი მფრინავ ხომალდს წყალზე გადადაგილებაც შეუძლია 

იტალიურმა კომპანია Lazzarini-მ, რომელიც ცნობილია მომავლის ინოვაციური სატრანსპორტო კონცეპტების შექმნით, წყალსა და ჰაერში მოძრაობის ყველა შემზღუდველი ბარიერი დაამსხვრია და მომავლის საჰაერო იახტა შემოგვთავაზა. 

ეს უზარმაზარი მფრინავი ხომალდი, რომელსაც წყალზე გადაადგილებაც შეუძლია, განკუთვნილია თავგადასვლების მოყვარული კერძო მფლობელებისთვის. 150მ. სიგრძის მეგა იახტა, თავისი მახასიათებლებით, რევოლუციური მოვლენა იქნება საავიაციო ინდუსტრიაში.  Lazzarini-ის ხომალდს ორი, ჰელიუმით დატვირთული, უზარმაზარი ფრთა აქვს, რომელიც 10მ. სიგანის ცენტრალურ ბორდთანაა დაკავშირებული. ცენტრში განთავსებულია მართვის კაბინეტი, სასტუმრო სივრცე და დიდი სასადილო განყოფილება. ხომლდის თითოეული ფრთა კი ხუთი დიდი ოთახისგნ შედგება. ასე რომ,  მომხმარებლებს  Lazzarini-ს მეშვეობით,   თავგადასავლების ძიება სასურველ ადამიანებთან ერთად შეეძლებათ.  

Lazzarini-ს ეს უზარმაზარი ზომისა და დიდი, კეთილმოწყობილი ინტერიერის იახტა ჰელიუმზე იმუშვებს. ისეთი მაღალი დირიჟამის ასაწევად, რომელიც ხომალდს სჭირდება, უცილებელია დიდი რაოდენობით ჰელიუმის გაზი. ბორდზე დაახლოებით 4.5 მილიონი კუბური მეტრი შეკუმშული ჰელიუმი ინახება. ასევე, საჰაერო ხომალდს აქვს ულტრა მსუბუქი მზის პანელები, რომლებიც ენერგიას ბატარეებში ინახავს და საჭიროების შემთხვევაში, ხომლდის გვერდებზე განთავსებულ პროპელერებს აწვდის. შედეგად, იახტას ფრენა 48 საათის განმავლობაში გაუჩერებლად, 60 საჰაერო კვანძის სიჩქარით შეეძლება. როდესაც დაშვების დრო დადგება, გვერდებზე განთავსებული პროპელერების პოზიციები იცვლება და ქვემოთ გადადის, საგრძნობლად მცირდება ჰელიუმის მოხმარება, ხოლო წყალზე დაჯდომის შემთხვევაში სტაბილურობას ბალასტის სისტემა უზრუნველყოფს. მფლობელს, სურვილისამებრ, შეუძლია ვერტმფრენის გამოყენებაც, თავგადასავლების ისეთ ადგილებში გასაგრძელებლად, სადაც გიგანტური იახტა, თავისი ზომის გამო, ვერ დაეშვება. ვერტმფრენისთვის განკუთვნილ ადგილზე განთავსებულია სცურაო აუზიც. 

თითოეული ეს შესაძლებლობა Lazzarini-ის იდეას მართლაც განსაკუთრებული ფუფუნების საგნად აქცევს. თუმცა აუცილებელია უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფა. . Lazzarini-ს იდეას მართლაც აქვს უდიდესი პერსპექტივა მომავალში რეალობად იქცეს. თუმცა იმედია, ასეთ მომხიბვლელ კერძო ექსპედიციებს უსაფრთხოების სრული გარანტია ექნება. 

Banksy-ს მინიატურული სოფელი აუქციონზე რამდენიმე მილიონად შეიძლება გაიყიდოს

აი, როგორ მუშაობს საქართველოს ბანკის უფროსი ანალიტიკოს-დეველოპერი