Le Creuset, ფრანგულ-ბელგიური ჭურჭლის ბრენდი, Pokemon-თან თანამშრომლობს — ასე შეიქმნა თემატური თასები, თეფშები, ჭიქები და სამზარეულოს ჯამები. ბრენდის კარგად ნაცნობ პროდუქტებზე პოკემონის იკონოგრაფიაა დატანილი, პიკაჩუს კუდის ილუსტრაციით და სხვა ორიგინალური კონტურებით, როგორებიცაა Charmander, Squirtle და Bulbasaur.
ზოგადად, Le Creuset ცნობილია თავისი ფერადი ჭურჭლის ტენდენციებით — პოკემონთან თანამშრომლობა კი ბუნებრივად მოერგო მის იდენტობას. როგორც ბრენდი განმარტავს, ეს ლიმიტირებული კოლექცია განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება მცირეწლოვანებისა და მოზარდებისთვის.