ანიმაციური ვიდეორგოლი ცნობილ ბრაზილიელ ავტომრბოლელ აირტონ სენაზე სააგენტო Le Cube–მა მოამზადა. მისი მთავარი მიზანი ლეგენდარული მრბოლელის წარმოუდგენელი გამარჯვების ჩვენების გარდა, განსაკუთრებულ გზავნილს წარმოადგენს ბრაზილიელი ოლიმპიური სპორტსმენებისთვის. 1991 წელს თავის სამშობლოში სენამ წარმოუდგენელი და გრანდიოზული გამარჯვება მოიპოვა რბოლაში, რომლის მოგების იმედი არავის ჰქონდა.
რბოლის დაწყებისთანავე, სენას მანქანა მწყობრიდან გამოვიდა. თითქმის არ უმუშავებდა სიჩქარებიის კოლოფი. მანქანის მართვა შეუძლებელი იყო, მისი დამორჩილება სენასგან წარმოუდგენელ ძალისხმევას მოითხოვდა. თუმცა, ამდენწლიანი შრომის წყალში ჩაყრა არ შეიძლებოდა. სენასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საკუთარ ქვეყანაში გამარჯვების მოპოვება და მიუხედავად ყველაფრისა, მან ეს მაინც შეძლო.