in ,

ლე მან – ორიგინალური ხელნაკეთი ბარათების ქართული სტარტაპი

Startauperi
Startauperi

“წარმოიდგინეთ თქვენი მეგობრის რეაქცია, რომელსაც ყავის დასალევად ეპატიჟებით არა ისე, როგორც ამას ყველა აკეთებს, არამედ უგზავნით ბარათს, რომელიც სპეციალურად შექმნილია ყავის მოყვარული ადამიანებისათვის და ატარებს თქვენს პირად ემოციებს…” – “ლე მან” ქართული სტარტაპია, რომელიც ხელნაკეთ ბარათებს სთავაზობს მომხმარებელს. სახელწოდება ფრანგულიდან მოდის, Le Mains, რაც ხელებს ნიშნავს. სტარტაპი ორმა მეგობარმა მარიამ გარსევანიშვილმა და ციცი მშვენიერიძემ დააფუძნეს, უნდოდათ ისეთი ბარათები შეექმნათ, “ადამიანს რომ გაუგზავნი, დახედავს და გული აუფრიალდება, ძარღვებში სისხლი გაეყინება.”

BOG
BOG

M: როდის და რატომ გადაწყვიტეთ ხელნაკეთი ბარათების შექმნა?

ბარათების გაკეთების იდეა გაჩნდა ზაფხულში და იდეის გაჩენისთანავე შეიქმნა პირველი ნიმუშები. ჩვენ გვყავს უახლოესი მეგობარი გერმანიაში, რომელთანაც, რა თქმა უნდა, გვაქვს ხშირი კონტაქტი ინტერნეტის მეშვეობით, თუმცა, კონტაქტის ალტერნატიულ საშუალებად მივმართეთ ბარათებს, რომელსაც სრულიად მოულოდნელად ნებისმიერ დროს ვუგზავნით ხოლმე ერთმანეთს. ეს გაცილებით დიდი ემოციური დატვირთვის მქონე ჟესტია ჩვენთვის, ვიდრე უბრალოდ ფეისბუქის მეშვეობით მიწერილი სმს და ასე ვცდილობთ გავამრავალფეროვნოთ და გავახალისოთ ჩვენი ურთიერთობები. მას შემდეგ, რაც ჩამოგვიყალიბდა ბარათების გაცვლა-გამოცვლის კულტურა, გადავწყვიტეთ, რომ სხვებისთვისაც მიგვეცა საშუალება, ორიგინალური ხელნაკეთი ბარათებით გაეხარებინათ ახლობელი ადამიანები.

M: რა მასალას იყენებთ?

მასალა მრავალფეროვანია, ნებისმიერი პატარა დეტალიც კი შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო, მაგალითისათვის საახალწლო თემაზე შეიქმნა ნაძვის ხე, რომელიც ყავის მარცვლებითა და დარიჩინის ჩხირებითაა აწყობილი.

M: ვინ მუშაობთ ნამუშევრების შექმნაზე?

ნამუშევრების შექმნის პროცესში იდეების გენერირების კუთხით, ახალი ხაზის შექმნის იდეით ვმუშაობთ ერთად, შემდეგ ბარათების დიზაინერი, ციცი ზრუნავს ბარათების შექმნაზე რომელსაც ნამდვილად “არაჩვეულებრივი ხელი” აქვს ამ ყველაფრის შესაქმნელად. მე ვმუშაობ PR-ის კუთხით, ვცდილობ მივიწყებული ტრადიციის პოპულარიზებას.

M: როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა?

რაც შეეხება ფასებს, სტანდარტული ნამუშევრების ღირებულება ლავირებს 5 დან 10 ლარამდე … იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი თავად წყვეტს როგორი უნდა იყოს ბარათის ვიზუალი და მასალა, ფასიც იქნება მოთხოვნის შესაბამისი, სტანდარტულ ღირებულებაზე ნაკლები, სტანდარტული ღირებულების ფარგლებში ან სტანდარტულ ღირებულებაზე მეტი.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი და რას გეგმავთ სამომავლოდ?

ძირითადად დაინტერესებას და შეძენის სურვილს გამოთქვამენ 18-35 წლამდე ადამიანები. სამომავლოდ, ვგეგმავთ საკუთარი მაღაზიის გახსნას, სადაც გარდა ხელნაკეთი ბარათებისა, სხვა ხელნკეთი ნივთებიც იქნება შემოთავაზებული.

ტაივინ ლანისტერი გარემოს დაცვისკენ ლექსით მოგვიწოდებს

Copter – ამბავი დრონით თამაშიდან კომპანიის შექმნამდე