ქართულ ინტერნეტ სივრცეში ფოტო გავრცელდა, სადაც Le McDonalds-ის ბანერია აღბეჭდილი. საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა, თუ რას უნდა ნიშნავდეს არტიკლი „Le”. როგორც აღმოჩნდა, ეს მაკდონალდსის თიზერ კამპანიაა, რომელიც მაკდონალდსის ახალ რესტორანთან ერთად სრულიად განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტს მაკკაფეს აანონსებს. მაკდონალდსი, ყავის და დესერტების მოყვარულებს „მაკკაფეს“, მალე გააცნობს. „მაკკაფე“ მაკდონალდსის ახალ რესტორანთან ერთად ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე გაიხსნება.

„თბილისში პირველი „მაკკაფეს“ გახსნა ვაკეში, მაკდონალდსის ახალ რესტორანთან ერთად გადავწყვიტეთ, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება მისი სხვა უბნებში გახსნაც. „მაკკაფე“ თავისი კონცეფციით და მომსახურების კუთხით სხვა რესტორნებისგან განსხვავებული იქნება. ბანერის სახით გავრცელებული „ლე მაკდონალდსის“ მესიჯიც სწორედ ამ ფაქტს დავუკავშირეთ“ – აცხადებენ მაკდონალდსში.
“მაკდონალდსის” ახალი რესტორნის პროექტი შესრულებულია ავსტრიული კომპანია Schloffer-ის მიერ. რესტორნის ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებზე. რესტორანი აღჭურვილია შვეიცარიული კომპანია Franke-ს დანადგარებით.
ახალი რესტორანის ინვესტიცია ჯამურად შეადგენს 5,490,000 ლარს. დღეისთვის მაკდონალდსის ქსელში საქართველოს მასშტაბით 1000-მდე ახალგაზრდაა დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 20-22 წელია. კომპანიის მიერ გახსნის დღიდან საქართველოს ბიუჯეტში შენატანები 89,922,448 ლარი შეადგენს.
“მაკდონალდსი” მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 15 ობიექტს მოიცავს.
[R]