in

Le Méridien Batumi სტუმრებს 15 ივნისიდან მიიღებს  

Le Méridien Batumi („ლე მერიდიენ ბათუმი“) სტუმრებს 15 ივნისიდან უმასპინძლებს. Marriot-ის ჯგუფში შემავალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ჯერ ადგილობრივი, 1-ლი ივლისიდან კი საერთაშორისო ტურისტების მისაღებად უკვე მზად არის.

„ჩვენი სასტუმრო და პერსონალი სრულ მზადყოფნაშია, რომ სასიამოვნო მოულოდნელობებით აღსავსე, ევროპული შარმითა და ელეგანტურობით გაჯერებული მოგზაურობის გამოცდილებით გაგანებივროთ“.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, Marriot-ის ქსელმა ხელახლა განსაზღვრა დალაგებისა და დასუფთავების სტანდარტები, რომელიც სავალდებულოა ჯგუფში შემავალი ყველა სასტუმროსთვის. ბუნებრივია, ამ წესებით ხელმძღვანელობს „ლე მერიდიენ ბათუმიც“.

„ხელის სადეზინფექციო სითხეები სასტუმროების შესასვლელში, რეცეფციასთანლიფტებსა და საერთო სივრცეებში განთავსდება. საჯარო სივრცეებში იქნება სპეციალური მანიშნებლები, რომლებიც სტუმრებს სოციალური დისტანცირების შესახებ შეახსენებს. ჩვენს პროტოკოლს დაემატება ყველა ოთახის სხვადასხვა ტიპის ზედაპირის სამედიცინო ხსნარებით დეზინფექცია.  თითოეულ ოთახში განთავსდება სადეზინფექციო ხელსახოცები. „მარიოტი“ ასევე გამოიყენებს ისეთი ტიპის ტექნოლოგიებს, როგორებიცაა: ელექტროსტატიკური შესასხურებელი რომ ზედაპირები, მთელი სასტუმროს მასშტაბით, იყოს დეზინფიცირებული“.

„Le Méridien Batum“-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატია აბსანძე ამბობს, რომ პერსონალი საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით გადაამზადეს.

„ეს ბუნებრივია, მომსახურების მაღალ სტანდარტსა და აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, გვაქვს მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც სტუმარს შეუძლია დისტანციურად ნომრის დაჯავშნა, რეგისტრაციის გავლა, ნომერში კარის გაღებაც კი. მას არსად რიგში დგომა ან ლობიში ლოდინი არ მოუწევს, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია სოციალური  დისტანციისთვის. ასე რომ, Le Méridien Batumi მომხმარებელს უსაფრთხო გარემოსა და მომსახურების მაღალ სტანდარტებს სთავაზობს“.

„ლე მერიდიენ ბათუმი“ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. სასტუმრო კავკასიაში ყველაზე მაღალ შენობაში, „ბათუმი თაუერში“ მდებარეობს და სტუმრებს სხვადასხვა კატეგორიის 105 ნომერს სთავაზობს. აქვეა – შიდა და გარე აუზი, სპა-ცენტრი, რამდენიმე რესტორანი, ლაუნჯი და საკონფერენციო დარბაზები.

კატია აბსანძე ამბობს, რომ Le Méridien Batumi, მომსახურების მაღალი ხარისხით და გამორჩეული ინტერიერის დიზაინით, რეგიონში ახალ სტანდარტს შექმნის.

სასტუმროს მე-2 სართულზე განთავსებულია „ლაუნჯი“, სადაც სტუმრები „ლე მერიდიენის“ ბრენდის ქვეშ დამზადებულ ექსკლუზიური კოქტეილებს დააგემოვნებენ. პირველ სართულზე მდებარე ქართულ – ფრანგულ რესტორანში კი, მათ, გამორჩეული მენიუ და ორიგინალური ინტერიერი ელოდებათ.

„ჩვენი სასტუმრო, ზოგადად, გამოირჩევა ინტერიერის დიზაინით, რომელზეც, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, იმუშავა ქართულმა სტუდიამ ROOMS. აქ მაქსიმალურად გათვალისწინებულია ქართველი დიზაინერების ხედვა – ფერთა გამა, ხის ფაქტურა, ზღვასთან და სიმწვანესთან ასოცირებული ინტერიერი. გარდა ამისა, Le Méridien Batumi-ში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ხელოვნების შთამბეჭდავი ნიმუშები. ჩვენს საპრეზიდენტო ოთახს ქართველი მხატვრის, გიორგი არეშიძის, იგივე „რეშკას“ ულამაზესი ნამუშევრები ამშვენებს. ის, ძირითადად, აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმში მუშაობს და აქტიურ საგამოფენო მოღვაწეობას ეწევა. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო სტოკჰოლმში, ვენაში, ბერლინსა და ევროპის სხვა წამყვან ქალაქებში. უნიკალურია „ლე მერიდიენ ბათუმის“ შენობაც. მას ამშვენებს პანორამული ბორბალი, სადაც განთავსებულია „ლაუნჯი“ ზღვისა და სიმწვანის არაჩვეულებრივი ხედით“.

 

[R]

მდგრადი ტრანსპორტის განვითარება საქართველოში

ჰიპერრეალისტური ტალღა! – მსოფლიოს უდიდესი ანამორფული ილუზია