29
Nov
2019

Le Méridien Batumi დასაქმების ფორუმს ატარებს

29 Nov 2019

სასტმრო „ლე მერიდიენ ბათუმი“ დასაქმების ფორუმს ატარებს. ღონისძიება 3 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება „ლე მერიდიენ ბათუმის“ ვაკანსიები. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, პირადად გაესაუბრონ დამსაქმებელს და მიიღონ რეკომენდაციები. სასტუმროში ვაკანტურია შემდეგი პოზიციები:

  • ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების კოორდინატორი/სტაჟიორი
  • ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
  • ქოლ ცენტრის ოპერატორი
  • ქოლ ცენტრის აგენტი
  • საინჟინრო განყოფილების სუპერვაიზერი
  • საინჟინროს კოორდინატორი
  • საბანკეტოს კაპიტანი
  • ბარტენდერი
  • მებარგული
  • ყასაბი
  • მღებავი
  • შეფ დე პარტი
  • მზარეულის დამხმარე
  • დემი შეფი
  • შვეიცარი
  • ელექტრიკოსი
  • ღამის მენეჯერი
  • მთავარი მოლარე
  • მძღოლი
  • სტუმართა მომსახურების აგენტი
  • დამხვედრი
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სუპერვაიზერი
  • სამრეცხაოს თანამშრომელი
  • სამრეცხაოს ცვლის უფროსი
  • მასაჟისტი
  • ღამის დამლაგებელი
  • საკონდიტროს მცხობელი
  • საზოგადოებრივი ადგილების დამლაგებელი
  • ოთახების დამლაგებელი
  • სპის დამლაგებელი
  • სპის რეცეფციონისტი
  • ჭურჭლის მრეცხავი
  • საწყობის გამგე
  • მიმტანი

დაახლოებით, ნახევარი საუკუნის წინ, პარიზში დაბადებული ბრენდის Le Meridien-ის რუკაზე, ახლახან, ახალი ლოკაცია გაჩნდა – ბათუმი. ბრენდის სლოგანია Destinations Unlocked და როგორც თავად ამბობენ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შემოქმედებითად მოაზროვნე მოგზაურებს ევროპული სტილის ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობას აძლევენ.

„Le Méridien თავის მიზნად ისახავს უცნობი ადგილების აღმოჩენას; მოგზაურობით, როგორც ცხოვრების სტილით, ტკბობას და ამას აღწევს  სწორედ ევროპული სულისკვეთების დაფასებით – იმის წარმოჩენით, რასაც „კარგად ცხოვრებას“ უწოდებენ ევროპელები. Le Méridien Batumi ქალაქის შუაგულშია, ისეთ ადგილას, რომ ქალაქში თუნდაც რამდენიმე საათით ჩასული ადამიანი აუცილებლად შენიშნავს. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო უნიკალური და კავკასიის უმაღლესი კომპლექსის – „ბათუმი თაუერის“ ნაწილია“.

როგორც ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, სასტუმროში საუცხოოდ მოწყობილი 105 ნომერია. მათ  შავი ზღვის უმშვენიერესი ხედები ამშვენებს. აქვეა ღია და დახურული აუზები, სპა და ფიტნეს ცენტრი, რესტორანი და ლაუნჯი, ღია ტერასით, სადღესასწაულო დარბაზები, შეხვედრების ოთახები.

„მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს, ბათუმში საქმიანი ვიზიტითაა ჩამოსული ადამიანი, თუ დასასვენებლად, Le Méridien  Batumi -ში ყველა იპოვის სასურველ მომსახურებასა თუ ინფრასტრუქტურას. სასტუმროს ინტერიერის დიზაინი ევროპული ფესვებითაა შთაგონებული, გაჯერებულია შუა საუკუნის მოდერნიზმის პრინციპებით და აშკარად იხდენს Timeless Chic-ის ესთეტიკასაც. გამორჩეული დეტალებითა და საუცხოო ელემენტებით სასტუმრო ინსპირაციისა და წარმოსახვისთვის იდეალურ სივრცეს ქმნის. განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ ინტერიერის კონცეფციაზე ქართულმა კომპანია “Rooms”-მა იმუშავა“.

Le Meridien 1972 წელს ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა შექმნა. Le Méridien Marriott International-ის  შემადგენლობაშია. დღეს Le Méridien-ის 100 სასტუმრო მსოფლიოს 35 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

„ბრენდმა საერთაშორისო აღიარებაც კარგა ხანია, მოიპოვა. ეს სახელი ევროპული მემკვიდრეობასთან, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და ხელოვნებით შთაგონებულ ნოვაციებთან და კულტურით, არტით გატაცებასთან ასოცირდება.

[R]

განხილვა