„ბათუმი თაუერში“ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Le Méridien გაიხსნა. ის Marriot-ის ჯგუფში შედის ისეთ სასტუმროებთან ერთად, როგორებიცაა: “Carlton”, “Bulgari”, “Courtyard”, “Residence Inn”, “Marriott Hotels”, “St. Regis”და “Sheraton”
Le Meridien მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ახლა კი, მათ რიცხვს, საქართველოს ზღვისპირა ქალაქი ბათუმი შეუერთდა.
კატია აბსანძე: („Le Méridien ბათუმის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი): პროექტის ერთი ნაწილი აპარტამენტებისგან შედეგება – 205 მეტრის სიმაღლის, 35-სართულიანი შენობა, ჯამში, 91 რეზიდენციას მოიცავს.


რაც შეეხება პროექტის მეორე ნაწილს . . .
კ. ა. : აქ განთავსებულია Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Le Méridien, რომელიც აერთიანებს: 105 ნომერს, რამდენიმე რესტორანს, ლაუნჯს, სამორინეს, ღია ტერასას, საკონფერენციო და სადღესასწაულო დარბაზებს. აქვეა სპა, ფიტნეს ცენტრი, ღია და დახურული აუზები.

შენობაში არის პანორამული ბორბალი. ეს მხოლოდ Le Méridien-ის დამსვენებლებისთვისაა?
კ. ა. : „ბათუმი თაუერის“ 26-ე სართულზე დამონტაჟებულია პანორამული ბორბალი. ის ყველასთვის იფუნქციონირებს – სარგებლობას შეძლებენ როგორც სასტუმროს დამსვენებლები, ისე ჩვეულებრივ ტურისტები და სტუმრები. ამავე სართულზეა ლაუნჯ კაფეც.

ვის ეკუთნის Le Méridien-ის დიზაინი?
კ. ა. : პროექტის ინტერიერის დიზაინზე იმუშავა ქართულმა კომპანიამ „რუმსი“.
რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო ამ პროექტში?
კ. ა. : დეველოპერულმა კომპანია „რედკომ“ $25 მილიონად შეიძინა „ბათუმი თაუერის“ შენობა. ამ პროექტის ჯამური ღირებულება $80 მილიონია.
[R]










