6
Nov
2018

სუნამო, რომელიც 1.5 მილიონი დოლარი ღირს  

6 Nov 2018

ფრანგული პარფიუმერული ბრენდის Morreale Paris ახალი სუნამოს პრეზენტაცია, ოფიციალურად, 2018 წლის ბოლოს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ თანამედროვე დედოფლებისა და მეფეებისთვის შექმნილი Le Monde sur Mesure-ს ფასი 1.5 მილიონი დოლარია.

Absolute Royal Fragrance, ანუ „აბსოლუტურად სამეფო სურნელი“ (სუნამოს მეორე სახელწოდება) გამორჩეული და თქმა უნდა, საიდუმლო კომპონენტებით მიღებული არომატით გამოირჩევა. იშვიათი ეგზემპლარია მისი 2 კილოგრამიანი ბოთლიც, რომელიც ოქროსა და ძვირფასი თვლებით დამზადებული 18 კარატიანი ბადით არის დაფარული და მთლიანად ხელითაა დამზადებული.

გამოცემა „ფორბსი“ წერს, უცნობია, ვინ შექმნა სამეფო სურნელი. როგორც Morreale Paris-ის კრეატიული დირექტორი ამბობს, მთავარ პარფიუმერს ინკოგნიტოდ დარჩენა სურს, საზოგადოებას კი JP Morreale-ის მეტსახელით გაეცნო.

„მისთვის შთაგონების წყაროდ თავისივე დიდგვაროვნული სისხლი და კეთილშობილური ღირებულებები იქცა. ამიტომ, გადაწყვიტა თანამედროვე მეფეებისა და დედოფლებისთვის შეექმნა სუნამო“.

მოდის ექსპერტები ამბობენ, რომ Le Monde sur Mesure რუსული „ფაბერჟეს“ სააღდგომო კვერცხის მსგავსად, სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, სუნამოს შემთხვევაში, ნამდვილ ცისფერსისხლიანთა შთამომავლობა აუცილებელი არ არის – პარფიუმერმა ის პრინცი ჰარისა და მეგან მარკლისთან ერთად, Jay Z-ისა და ბიონსენს მსგავსი, თანამედროვე მეფეებისა და დადოფლებისთვისაც შექმნა.

Le Monde sur Mesure, ანუ Absolute Royal Fragrance 5, 7 და 10 ლიტრიან ბოთლებშია ხელმისაწვდომი. როგორც ცნობილია, კლიენტები სუნამოს სიცოცხლის ბოლომდე მიიღებენ.

განხილვა