27
სექ
2018

“ჩვენი კურსდამთავრებულების 95% დასაქმებულია” – ბუღალტერიის სასწავლო ცენტრი “ლიდერ ჯგუფი”

27 სექ 2018

ბუღალტერია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპეციალობაა საქართველოში და სასწავლო ცენტრები, სადაც ამ პროფესიისთვის ამზადებენ სტუდენტებს, ასევე მრავლადაა. მიუხედავად ამისა, შრომით ბაზარზე მაინც რთულია იპოვნო კვალიფიციური ბუღალტერი, რომელიც საქმეს სრულყოფილად შეასრულებს. ამას ერთვის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც სპეციალისტს ავალდებულებს, მუდმივად განახლებულ ინფორმაციას ფლობდეს. ლეილა სულხანიშვილი ბუღალტერიით, დაახლოებით, 17 წლის წინ დაკავდა. როგორც თვითონ ყვება, მაშინ მისთვის მთავარ სირთულეს კვალიფიციური მასწავლებლის პოვნა წარმოადგენდა, რის გამოც პროფესიასთან დაკავშირებული სირთულეების გავლა დამოუკიდებლად მოუწია. წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე, 3 წლის წინ, ბუღალტერიის სასწავლო ცენტრი “ლიდერ ჯგუფი” გახსნა, სადაც, მისი თქმით, პრიორიტეტი პრაქტიკული სწავლის პროცესია. გარდა offline ფორმატისა, “ლიდერ ჯგუფი” გეგმავს online კურსის პლატფორმის შექმნას, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს დისტანციურად სწავლის საშუალებას მისცემს. დეტალებზე სასწავლო ცენტრის დამფუძნებელს, ლეილა სულხანიშვილს, ვესაუბრეთ.

bog qulebi2
Bog Xelfasi mob

M: საქართველოში უამრავი კურსია, სადაც ბუღალტერიის შესწავლაა შესაძლებელი. რით გამოირჩევით კონკურენტებში?

კურსის დასახელებიდანაც შეიძლება განსაზღვროთ ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი. „პრაქტიკული ბუღალტერიის ეფექტური კურსი“ გულისხმობს სწავლების პრაქტიკულ მიდგომას. ვქმნით გარემოს, რომელშიც სტუდენტები გრძნობენ თავს, როგორც უკვე თანამედროვე ბუღალტრები, პრაქტიკულად უწევთ ყველა პრობლემის გადაჭრა და ამ გზით შესწავლა, რაც რეალურად შეხვდებათ პრაქტიკაში. სწავლის დასრულების შემდეგ, ჩვენ კონტაქტზე ვართ კურსდამთავრებულებთან, კონსულტაციებითა და რეკომენდაციებით. ჩვენი ლექტორები გამოცდილი მოქმედი ბუღალტრები არიან. მათ მიერ გადმოცემული ცოდნა ყოველთვის აქტუალურია.

M: Leader Group-თან თანამშრომლობა მხოლოდ სწავლას მოიცავს, თუ სტაჟირების და დასაქმების პერსპექტივაც არის?

ოთხთვიანი პრაქტიკული კურსის გარდა, გვაქვს სტაჟირების კურსი, აგრეთვე, სხვადასხვა სფეროის მასტერკლასები, რაც ხელს უწყობს უკვე მოქმედ ბუღალტრებს პროფესიონალურად იმუშაონ. რაც შეეხება დასაქმებას, ჩვენი კურსდამთავრებულები გამოირჩევიან ცოდნით, ამიტომ უფრო ადვილად პოულობენ სამსახურს, წინაურდებიან კარიერულად და მართავენ თავიანთ ბიზნესს. ჩვენს კურსდამთავრებულებს პერიოდულად ვთავაზობთ ვაკანსიებს, რომელსაც ჩვენი პარტნიორი კომპანიები აცხადებენ – ჩვენ პირველები ვართ, ვისაც ისინი ახალი თანამშრომლის ძიებისას მიმართავენ. პირდაპირ გარანტიას, რომ ჩვენ დავასაქმებთ, სამწუხაროთ ვერ ვიძლევით, ბევრი ფაქტორის გამო. ამის მიუხედავად, კურსდამთავრებულების 95% დასაქმებულია.

M: რა პროფესიული სირთულეებია დამახასიათებელი ამ პროფესიისთვის, რასთან გამკლავებასაც თქვენს კურსებზე ასწავლით?

როდესაც მე თვითონ დავიწყე ბუღალტერიის სწავლა, ძალიან გამიჭირდა მეპოვნა ადგილი, სადაც მასწავლიდნენ იმას, რაც რეალურ მუშაობაში გამომადგებოდა, ამიტომ კითხვა-კითხვით, კონსულტაციებით, წლების მანძილზე შევაგროვე ის ცოდნა, რამაც მაქცია პროფესიონალად. იმ პრობლემების გათვალისწინებით, რასაც წავაწყდი თავის დროზე, შევქმენი კურსი, რომელიც თანამედროვე ბუღალტერს აღზრდის. პრაქტიკა და კიდევ ერთხელ, პრაქტიკა, რეალური ბიზნესის მაგალითები, რეალური სიტუაციები, საგადასახადოსთან ურთიერთობა, ბუღალტრული აზროვნება და ანალიტიკა, შეცდომები და მათგან თავის დაღწევა, ყველა სფეროში მუშაობა: ვაჭრობა, წარმოება, მომსახურება – აი, რა ისწავლება დღეს ჩვენთან. ამიტომაც არიან ჩვენი კურსდამთავრებულები თავდაჯერებულები, მათ ათამამებთ პრაქტიკული ცოდნა.

M: რას გულისხმობთ ონლაინ კურსში, რომლის ამოქმედებასაც აპირებთ? ასევე, რამდენად შედეგიანია ბუღალტერიის ონლაინ რეჟიმში სწავლა?

ონლაინ კურსი იდენტურია პრაქტიკული ბუღალტერიის ეფექტური კურსისა. ვიდეოგაკვეთილებში ახსნილი იქნება იგივე მაგალითები და ყოველი გაკვეთილის ბოლოს იქნება ტესტი, რომელიც შეფასების საშუალებაც არის (ინფორმაციის აღქმის კონტროლი). უპირატესობა ისაა, რომ შეძენილი კურსის ხელმეორედ გავლა, გამეორების მიზნით, შესაძლებელია რამდენიმე თვის მანძილზე. გაჩენილ კითხვებზე პასუხები თავად კურსში იქნება ჩადებული, ამიტომ ვართ დარწმუნებული ონლაინ კურსის ეფექტურობაში. ფასიც ხელმისაწვდომი იქნება.  

M: როდიდან და ვისთვის იქნება ხელმისაწვდომი ონლაინ კურსი?

თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ონლაინ კურსები. ეს სასწავლო სისტემა შექმნილია მათთვის, ვინც დაკავებულია და სურთ ამ პროფესიის შესწავლა, დიასახლისები, სტუდენტები და რა თქმა უნდა, რეგიონებში მცხოვრები დაინტერესებული პირები. ჩვენ ყველგან ვიქნებით ხელმისაწვდომი. სიმართლე გითხრათ, ონლაინ კურსების შექმნა თვით მომხმარებელმა გვიკარნახა. ნოემბრის ბოლომდე დასრულდება ტესტირება და მომხმარებელი შეძლებს ბუღალტერიის ეფექტური კურსის შესწავლას ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დროს.

[R]

განხილვა