in

შეიძლება, შეგიძლია – „ლიდერ კრედიტის“ ახალი ვიდეორგოლი

რამდენჯერ გითქვამს დიდი ხნის სურვილებზე უარი, რამდენი გეგმა გადაგივადებია ან ვერ გაგიკეთებია აუცილებელი საქმეები არასაკმარისი ფინანსების გამო? სწორედ ამ პრობლემას ეხმიანება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტის“ ახალი ვიდეორგოლი და მისი გადაწყვეტის გზასაც გვთავაზობს.

სწრაფი სესხი და კომფორტული პირობები –  ეს ის არის, რაც მეგობრებთან ერთად დასვენებასაც შეგაძლებინებს, ცხოვრების ცვლილებებით გახალისებასაც  და გაფუჭებული მანქანის სწრაფად შეკეთებასაც.

 „ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როცა რაღაც სწრაფად გინდა ან გჭირდება, მაგრამ მისი მიღება ახლავე, ამ მომენტშივე გარკვეული მიზეზების გამო არ შეგიძლია. ჩვენს ვიდეორგოლშიც ისეთი პრობლემები, სურვილები თუ საჭიროებები წარმოვაჩინეთ, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებს შეიძლება ჰქონდეთ. სწორედ ამ მომენტში ჩნდება „ლიდერ კრედიტი“, რადგან ჩვენთან ერთად ყველაფერი შეიძლება  ყველაფერი შეგიძლია“, – ამბობს „ლიდერ კრედიტის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეონა ჯოხარიძე.

მართლაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტი“ მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს აირჩიონ მომსახურება მათი საჭიროებების მიხედვით. სასურველ თანხას კი ორგანიზაცია ზედმეტი პროცედურების გარეშე, რაც მთავარია, მომხმარებელზე მორგებული პირობებით გასცემს.

„ლიდერ კრედიტი“ 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. დღეს ის 46 ფილიალითაა წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა ავტო ლომბარდი, ოქროს ლომბარდი, ფულადი გზავნილები და ვალუტის გაცვლა-კონვერტაცია.

ვიდერო რგოლზე გასულ წელს კრეატიულმა სააგენტომ კრაკენმა იმუშავა.

[R]

6 ნიშანი იმისა, რომ ცუდი მსმენელი ხართ — რა მოვუხერხოთ ამას?

sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო