რამდენად სხვადასხვაგვარადაც ვაფასებთ და აღვიქვამთ მუსიკალურ ტალანტს, იუმორის გრძნობასა თუ, თუნდაც, ვიზუალურ მოცემულობას, ამდენად განსხვავებულია ჩვენი უნარი, გავიგოთ, როგორ გვხედავენ სხვები. მსგავსი განსხვავებები ჩვეულებრივ, დაკავშირებულია თვითშეგნების დონესთან, ანუ იმასთან, გვაქვს თუ არა გააზრებული საკუთარი მნიშვნელობა, უფლება, ასევე, რამდენად ვაცნობიერებთ ჩვენს როლსა და გავლენას სხვა ადამიანებზე და როგორ გვგონია, რომ აღიქმება/ფასდება ჩვენი მოქმედება, სხვების მხრიდან.
ცხადია, თვითშეგნება არის მნიშვნელოვანი ასპექტი ლიდერულ მოდელებში. სხვა რომ არაფერი, ლიდერებმა უნდა იქონიონ გავლენა მათ გუნდებზე, უნდა გადაწყვიტონ, დასაქმებულთა მოტივირებისთვის უფრო ეფექტურია ნეგატიური უკუკავშირი, თუ პოზიტიური; კომუნიკაციისას, რა ფორმით სჯობს ხედვების გაზიარება, იმისათვის, რომ ცხადი იყოს კომპანიის ძირითადი მისია/მიზანი და როგორ უნდა იმოქმედონ, როგორც ბრენდის ელჩებმა, საკუთარსავე ორგანიზაციაში. ვერც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქცია ვერ იქნება შესრულებული ეფექტურად, თუ ლიდერებს არ შეუძლიათ წინასწარ, ნაწილობრივ მაინც განჭვრიტონ, როგორ შეიძლება მათი ქცევა აღქმული იყოს მათი მიმდევრების, გუნდისა თუ ორგანიზაციის მხრიდან.
ერთ-ერთი ფსიქოლოგიური კვლევა ცხადჰყოფს, რომ 10%-ზე ნაკლები ლიდერი ინარჩუნებს ბალანსს მიმდინარე, ანუ რეალურ და თვითაღქმულ კომპეტენციებს შორის, ეს კი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვეულებრივ, ადამიანებმა არ იციან იმდენი, რამდენიც ჰგონიათ, რომ იციან. ტენდენცია – იყვნენ უსაფუძვლოდ თვითკმაყოფილები, გამოწვეულია იმითაც, რომ გარშემომყოფები ხშირად აფასებენ და პატივს სცემენ კონკრეტულ ლიდერს მისი სამსახურეობრივი, მაღალი პოზიციიდან გამომდინარე და არა რეალური, გონებრივი კონპეტენცის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი მაშინ, როცა ლიდერები არიან მამაკაცები. ევოლუციონური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი მსგავსი თვითაღქმისთვის არის ის, რომ ეს ეხმარება ინდივიდს სხვების შეცდომაში შეიყვანაში. როცა ფიქრობ, რომ ხარ უკეთესი, ვიდრე სინამდვილეში, არ რეაგირებ ბევრ საფრთხეზე, არ გრძნობ თავს დაუცველად, რაც, ხშირად, სხვების ნდობის საფუძველი ხდება.
თუ თვითშეგნება ასე იშვიათია ლიდერებში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასაქმებულთა უმეტესობა, გარკვეულწილად, მუშაობს იმ ბოსის დირექტივების მიხედვით, რომელიც გაუთვითცნობიერებელია. თუ თქვენც მათ რიცხვს მიეკუთვნებით, გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც დაგეხმარებათ მსგავს ლიდერებთან თანაარსებობაში:
დაეხმარეთ ლიდერს
როდესაც დაქვემდებარებულები აფასებენ თავიანთ ლიდერს, ეს შეიძლება იყოს საკმაოდ სარისკო საქციელი, თუმცა, ეს არის ყველაზე ღირებული და საჭირო გზა, იმისათვის, რომ ცხადი იყოს ლიდერის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები. სიბლაგვის, ან პირიქით, ზედმეტი კრიტიკულობის გარეშე, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს ბოსს გაიგოს, როგორ გრძნობს რიგითი გუნდის წევრი, ან მთელი ორგანიზაცია, მისი მმართველობის პირობებში თავს. ეს კი შეგიძლიათ გააკეთოთ სიტუაციის სოციალური შეფასებით – რა ხდება მაშინ, როცა თქვენი ბოსი ადგილზე არაა? თუ თქვენს ბოსს, თვითშეგნების კუთხით, რადიკალურად უიმედო მდგომარეობა არ აქვს, ეს მეთოდი დაეხმარება მას შეამჩნიოს საკვანძო და შესაძლოა, პრობლემური ასპექტებიც, მის გუნსა და ორგანიზაციაში. სანამ ის საკმარისად ცნობისმოყვარეა და თუ თქვენ გაქვთ უნარი, კარგი გაგებით, მიიქციოთ მისი ყურადღება, გაქვთ შესაძლებლობა აამაღლოთ როგორც საკუთარი, ასევე, თქვენი უფროსის თვითშეგნება. იყავით ლინზა, რომელში გახედვის შემდეგაც თქვენი ბოსი უკეთ დააკვირდება სამუშაო გარემოსთან და მასზე საკუთარ ზემოქმედებასთან დაკავშირებულ დეტალებს. ასევე, თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენი დაკვირვებები, მაგალითად: „შეამჩნიეთ, რომ დღეს გიორგი ვერ არის ფორმაში“, „მემგონი, ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი საქმის კეთება უწევს თამუნას და გადაიტვირთა“ და ა.შ.
ისწავლეთ, როგორ გაუმკლავდეთ ბოსის „ბნელ მხარეს“
როდესაც ლიდერებს აკლიათ თვითშეგნება, ისინი ხშირად ავლენენ ტოქსიკურ და არასასურველ ქცევას, რადგან მათ არ აქვთ შესაბამისი „ფილტრები“. ყველას აქვს ბნელი მხარე, თუმცა როდესაც ლიდერები არიან გათვითცნობიერებულები, ისინი აკონტროლებენ საკუთარ ქცევას, სწავლობენ საკუთარი პრობლემური ტენდენციების მართვას და ინახავენ შესაძლო ტოქსიკურ აქტივობებს ჩრდილში. თუმცა, თუ თქვენი ლიდერი შეუგნებელია, თქვენი მთავარი დავალება იქნება იყოთ ეფექტური რეპორტიორი, განვითარდეთ და ისწავლოთ მისი ბნელი მხარე. მაგალითად, თამამ ლიდერებს ახასიათებთ მიიღონ ერთპიროვნული, თავდაჯერებული გადაწყვეტილებები, დააიგნორონ ნეგატიური უკუკავშირი და იყონ დომინანტის როლში შეხვედრებზე. ასეთ შემთხვევაში, თუ თქვენ მუშაობთ მსგავსად ეგოცენტრული ბოსისთვის, საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის გააფრთხილოთ იმ რისკებისა და საფრთხეების შესახებ, რომელთა მოგვარებასაც ცდილობს.
თუ ლიდერი მაკიაველისტია, ის სიამოვნებას იღებს საკუთარი შარმისგან, ეცდება სხვებით მანიპულირებას და შექმნის ორგანიზაციულ კულტურას, რომელიც წმინდა პოლიტიკურია. ამ შემთხვევაში, პოლიტიკური თამაში ერთადერთი გამოსავალია ასეთ ლიდერებთან გასამკლავებლად და თქვენ მოგიწევთ იპოვნოთ ბალანსი თქვენი ბოსის გუნდში ყოფნასა და თქვენ კოლეგების მიმართ, არაეთიკურ, ანტისოციალურ ქცევას შორის. თქვენ მოგიწევთ იმუშაოთ იმ ლიდერის დავალებების მიხედვით, ვინც არის საკუთარი წარმოსახვის ტყვე, იწვევს კატასტროფებს გადამეტებული ექსცენტრიულობით, აქვს უსახური და არარეალური იდეები და „დახტის“ ერთი პროექტიდან მეორეზე. თუ საქმე ასე ცუდადაა და მას არ აქვს შესაძლებლობა, ფოკუსირდეს ერთ-ერთ პროექტზე და მიიყვანოს ბოლომდე, თქვენ გჭირდებათ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი პროექტის მენეჯერად, ადამიანად, რომელსაც შეუძლია ამ ტიპის მენეჯერის შევსება, იმ მიზნით, რომ თარგმნოს ზოგიერთი წარმოსახვითი აფეთქება ინოვაციურ აფეთქებად.
ისწავლეთ, თანაარსებობდეთ ლიდერის დამახინჯებული რეალობის გვერდით
როდესაც ლიდერები არიან ნარცისები, ან სჭირდებათ გათვითცნობიერება, თქვენი საუკეთესო სვლა არის გაიგოთ, რამდენად გულდასმით ამახინჯებენ ისინი რეალობას და ისწავლოთ, როგორ იარსებოთ მათი რეალობის გვერდით. როცა ადამიანები არიან ირაციონალურები, ისინი არიან მარტივად გამოსაცნობები. თქვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს გამოარკვიოთ თქვენი მენეჯერისთვის დამახასიათებელი ქცევის, გრძნობების, აზროვნების ძირითადი პატერნები. ეს შეიძლება მოიცავდეს მათი ფანტაზიის შემოწმებას იმის გასაგებად, თუ რა კონსტრუქტების გამოყენებით აზროვნებენ ისინი. ეს უფრო კარგი ალტერნატივაა თქვენი კარიერისთვის, ვიდრე სამყაროს, სამართლიანობისა თუ კანონზომიერების აღქმასთან დაკავშირებული კითხვების პირდაპირ დასმა ბოსისთვის. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ უმჯობესი ურთიერთობა თქვენს ლიდერთან, თუ ეთამაშებით თანამოაზრის თამაშს და გააძლიერებთ აღქმებს, თუმცა, ნუ დაკარგავთ ამ თამაშში საკუთარ თავს.
გაითვალისწინეთ, იმისათვის, რომ ეს სამი რეკომენდაცია დაგეხმაროთ მსგავს ლიდერებთან მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემების შემსუბუქებაში, უნდა იყოთ გათვითცნობიერებული საკუთარ თავშიც. ძირითადად, ადამიანები, რომლებსაც აკლიათ თვითშეგნება ფიქრობენ, რომ იციან საკუთარი თავის შესახებ ყველაფერი. თუ თქვენ გინდათ იცოდეთ, სად დგახართ, ერთადერთი გზა ამისთვის არის მიიღოთ თქვენს უნარებთან, თუ ტალანტთან დაკავშირებული კრიტიკული უკუკავშირი სხვებისგან და შეცვალოთ/გადააფასოთ მოსაზრებები საკუთარი თავის შესახებ.