in

 IN VITRO CLINIC-ის ბაზაზე, მრავალპროფილური კლინიკა „ლიდერმედი“ შეიქმნა 

„ლიდერმედი“ 15 თებერვლიდან ფუნქციონირებს

კლინიკის სახელწოდება „ლიდერმედი“ ლიდერი კლინიკა „ინ ვიტროდან“ მოდის, როგორც ლიდერი ხელოვნური განაყოფიერების სფეროში. სწორედ  კლინიკა  „ინ ვიტროს“ გუნდის  დამსახურებაა, საქართველოში პირველი სინჯარის ბავშვის დაბადება ICSI-ის მეთოდით (მამაკაცის სპერმის პრობლემის დროს), პირველი შედეგები დონაციისა და სუროგაციის მეთოდის გამოყენებით. თუ საქარველოში 2000 წელს, მხოლოდ ერთი ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი არსებობდა, დღეს 15 კლინიკაზე მეტია, რაც ამ  მეთოდის პოპულარიზაციაზე და პაციენტების მხრიდან კლინიკებში მათი მიმართვიანობის გაზრდაზე მიუთითებს.

BOG
BOG

კონკრეტულად ჩვენს კლინიკაში, ყოველდღიურად იზრდება ინ ვიტრო განაყოფიერების მანიპულაციის რიცხვი. ყოველ თვეში, მხოლოდ ჩვენს, კლინიკაში 100-ზე მეტი ხელოვნური პროცედურა ტარდება, მიუხედავად პანდემიისა, მარტის თვიდან მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდა ჩატარებული ციკლების რაოდენობა, რაც ჩვენი გუნდის საუკეთესო შედეგებზე მიუთითებს. ექიმების უდიდესი კვალიფიკაციის დამსახურებაა,  ყოველდღიურად მიღებული ორსულობები, რაც უსაზღვრო ბედნიერს ხდის ჩვენს პაციენტებს და ასევე ღირსების შეგრძნებას ტოვებს ჩვენში. განა არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა მრავალწლიანი უშვილობის პრობლემის შემდეგ, პაციენტი ჩვენ მოგვმართავს დიდი იმედით და ჩვენ ამ იმედს ვუმართლებთ. მთლიანად კლინიკაში, ყოველდღიურად, 10-ზე მეტი ორსულობა დასტურდება, რაც კიდევ მეტის გაკეთების სურვილს და ენთუზიაზმს გვაძლევს.

დრომ, ჩვენმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ და პრაქტიკამ დაგვანახა ახალი გამოწვევა, მულტიპროფილური კლინიკის შექმნის აუცილებლობაზე, სადაც სამშობიარო სახლიც იქნებოდა, რათა ჩვენი კლინიკის ინ ვიტრო განყოფილებაში დაფეხმძიმებული ქალებისათვის, რომელთათვისაც დიდ კომფორტს მათთვის ნაცნობ გარემოში მშობიარობა წარმოადგენს, შეგვექმნა კომფორტული სივრცე. სწორედ „ლიდერმედია“ ის კლინიკა, სადაც გამოცდილი სამედიცინო პერსონალი შესთავაზებს მათ როგორც მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას, ისე უზრუნველყოფს საუკეთესო და მეგობრულ პირობებს, რათა თავი იგრძნონ ისეთ გარემოში, რაც მათ გაუადვილებთ პრაქტიკულად ახალ ცხოვრების დაწყებას, რასაც ახალი სიცოცხლის დაბადება ჰქვია.

არ არსებობს  სამედიცინო მომსახურეობა, სადაც მომსახურეობის მაღალი ხარისხი და შედეგები, არ ემყარება  ექიმის, კლინიკური ლაბორატორიის და პაციენტის ე.წ. სამკუთხედის წარმატებულ ფუნქციონირებას. ლაბორატორიული ტესტები ხელს უწყობს ექიმს სწორი დიაგნოზი დასმასა და შემდეგ უკვე წარმატებულ  მკურნალობაში.

ჩვენს კლინიკაში, კლინიცისტებს და კლინიკური ლაბორატორიის პროფესიონალებს შორის, პრაქტიკულად, ყოველდღიური კომუნიკაციაა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი პროცესია პაციენტის დიაგნისტიკასა და მკურნალობის პროცესში. ექიმი უნდა დაეყრდნოს ლაბორატორიულ ანალიზს, ეს უკანასკნელი კი მხოლოდ სწორად და მაღალკვალიფიციურად აწყობილ ლაბორატორიაშია შესაძლებელი. სწორედ ასეთია ჩვენი კლინიკის ლაბორატორია, რომლის პრიორიტეტებია: ხარისხიანი საკვლევი მასალის მიღება, ლაბორატორიული კვლევების სარწმუნო და სანდო შედეგების უზრუნველყოფა ოპტიმისტურად მოკლე დროში.” – გვიყვება კლინკის ხელმძღვანელი, პროფესორი ნატალია ხონელიძე.

კლინიკა „ლიდერმედის“ საამაყოდ უნდა ითქვას ქირურგიული დეპარტამენტი, რომლის მიმართულებებია : გინეკოლოგია, ტრამვატოლოგია, ზოგადი ქირურგია, პლასტიკური და ყბა-სახის ქირურგია, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენს კლინიკაში. თითოეულ ქირურგს კარგად ესმის, რომ იგი არის გუნდის ერთი წევრი, რომელიც ახორციელებს ქირურგიულ ჩარევას. აქ არიან თანაშემწეები, ექთნები, ანესთეზიოლოგები და სხვა პროფესიონალები, რომელთა გარეშეც მიუხედავად მათი მაღალკვალიფიციურობისა, ოპერაცია წარმატებულად არ განხორციელდება.

ბევრჯერ გვიფიქრია, რით გამოვირჩევით სხვა კარგი კლინიკებისგან, სადაც ასეთივე შესანიშნავი ინფრასტრუქტურაა შექმნილი და პროფესიონალები მუშაობენ, ჩვენი პასუხი ასეთია – კლინიკა „ლიდერმედი“ გარდა ზემოაღნიშნულისა, თქვენ  განსაკუთრებულ მომსახურეობას გთავაზობთ სუფთა, თბილი და მეგობრული გარემო, ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პაციენტისადმი და მათზე  განსაკუთრებული ზრუნვა.”

ნატალია ხონელიძე, პროფესორი, კლინიკის ხელმძღვანელი

როგორც კლინიკა „ლიდერმედის“  ხელმძღვანელს, კარგად მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია პაციენტების მომსახურეობის ხარისხი, სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ჩვენი მიზანია, გავხდეთ აღიარებული „ლიდერ“  კლინიკა საუკეთესო მომსახურებისათვის.

ჩვენი თავდაჯერებულობით, სანდოობით და ძალზედ მნიშვნელოვანი სიახლეებით კლინიკა „ლიდერმედი“ მზადაა თქვენზე ზრუნვისთვის.”

 

[პარტნიორის კონტენტი]

“ალუბლის ყვავილობა” – “მაზდა ცენტრი თეგეტას” კამპანია იაპონური კულტურის შესახებ

კვლევა: Android მომხმარებლის შესახებ 20-ჯერ მეტ ინფორმაციას აგროვებს, ვიდრე iOS