in

როგორ გამოვიყენოთ თითოეული თანამშრომლის რესურსი სწორად?! 

ძალიან ბევრ ორგანიზაციაში მენეჯმენტის მხოლოდ ერთი სტრუქტურაა: არის „ლიდერი“ და არიან „შემსრულებლები“. სულ ესაა. უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ, ხელმძღვანელი დედა იხვია, რომელსაც ჭუკები გზაზე გადაჰყავს, წინ მიუძღვება და ისინიც მიჰყვებიან.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ეს სერიოზული პრობლემაა. ყველაფრის გაკეთებას ერთი ადამიანი ვერ შეძლებს. ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კომპანიაში ნამდვილად იქნებიან თანამშრომლები, ვისაც თავისი უნარების გამოყენების საშუალება უნდა მიეცეს. ასე ხელმძღვანელობის წრე გაფართოვდება, პასუხისმგებლობები განაწილდება და გუნდიც უფრო ეფექტურად იმუშავებს. როცა თანამშრომელს უბიძგებ, იყოს კრეატიული და დამოუკიდებელი, უამრავი ახალი იდეა დაიბადება.

აქვე, გთავაზობთ 5 მარტივ, მაგრამ ეფექტურ გზას, რომლითაც საკუთარ გუნდს მოტივაციას აუმაღლებთ. საპასუხოდ კი გაცილებით მეტ სარგებელს მიიღებთ.

გადააგდეთ ორგანიზაციული ცხრილი!

თუ გადასაგდებად ვერ გაიმეტებთ, უჯრაში ჩაკეტეთ და ცოტა ხნით მაინც დაივიწყეთ. იმაზე ფიქრის მაგივრად, ვინ არიან, ან ვინ უნდა იყვნენ თქვენს ორგანიზაციაში ლიდერები, მიეცით საშუალება თვითონ გამოავლინონ თავი. ლიდერებს ხელმძღვანელობა უყვართ და მალევე გეცოდინებათ, ვის სურს ნაბიჯის წინ გადადგმა. იმასაც მალე გაიგებთ, მხოლოდ შემსრულებლის როლში ყოფნა რომელ თანამშრომლებს ურჩევნიათ. არაუშავს – ყველა ორგანიზაციას სჭირდება ხელმძღვანელები და მათი დავალებების შემსრულებლები.

თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია! 

თუ გინდათ, თანამშრომლებმა ინიციატივა გამოიჩინონ, უნდა იცოდნენ, რომ თქვენ მხარს უჭერთ. მიეცით მათ თავისუფლება, ახალი იდეების გამოსაცდელად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების მისაღებად. არ დატოვოთ მათი წარმატება შეუმჩნეველი. დარწმუნდით, რომ ყველა მენეჯერს გააზრებული აქვს თანა ლიდერობის მნიშვნელობა და დააჯილდოვეთ, ვინც თავს გამოიჩენს.

იპოვეთ ლიდერები!

ლიდერი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ვიღაცისთვის, შესაძლოა, სტრესული იყოს. განსაკუთრებით, თუ მანამდე ხელმძღვანელის, თუნდაც, ფორმალურ პოზიციაზე არასოდეს ყოფილა. ლიდერისთვის აუცილებელი თვისებების გამოვლენის შემთხვევაში, წაახალისეთ თანამშრომელი. მოუმატეთ ანაზღაურება ან დააწინაურეთ, თუ უფრო მაღალი პოზიციის დაკავების სურვილს გამოთქვამს და პასუხისმგებლობის აღებას არ მოერიდება. ასე აუცილებლად ნახავთ, რომ ორგანიზაციის ყველა დონეზე აღმოჩნდება ლიდერობის მსურველი.

აგრძნობინეთ, რომ ის მნიშვნელოვანია!

ყველას შეუძლია ორგანიზაციაზე, მომხმარებლებსა და კლიენტებზე დადებითი გავლენა იქონიოს. აჩვენეთ თანამშრომლებს, რომ მათ წვლილს აფასებთ. მსოფლიოში წარმატებულ კომპანიებს უკვე აქვთ ასეთი მიდგომა და ნამდვილად ამართლებს.

ყველა თანამშრომელს შესთავაზეთ ლიდერობის ტრეინინგი!

ორგანიზაციების უმრავლესობა ლიდერობის ტრეინინგებს მხოლოდ მენეჯერებს სთავაზობს. მაგრამ იმისთვის, რომ ყველა თანამშრომელმა წარმატებით დაიკავოს ხელმძღვანელის პოზიცია, პირველ რიგში, ტრეინინგი უნდა გაიარონ. ყველა დაქირავებულს არ აქვს ლიდერობის გამოცდილება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეთავაზება თითოეული თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომი იყოს. მიეცით გამოცდილ ხელმძღვანელებს და შემსრულებლებს ერთად მუშაობის, ერთმანეთისგან სწავლის და, ზოგჯერ, როლების გაცვლის საშუალება.

წყარო: inc.com



როგორ წარვუდგინოთ სტარტაპი ინვესტორებს ?!

EchoWaves 2018 დასრულდა. რას გეგმავენ ორგანიზატორები მომავალი წლისთვის?!